x
image
worldsport.ge
ფიფაში საშუალო ხელფასი 242000 ევროა

imageფიფას თანამშრომელთა საშუალო წლიური ხელფასი მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის თანამშრომლებისაზე მაღალია. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ფიფას თანამშრომლის საშუალო ხელფასმა 2014 წელს 242000 ევრო შეადგინა. ამ მაჩვენებლით ფიფა შვეიცარიის კერძო სექტორის ყველა კომპანიას სჯობს და ქვეყნის ერთ-ერთ კერძო ბანკსაც უთანაბრდება.
საერთაშორის ოლიმპიურ კომიტეტში 2014 წელს საშუალო ხელფასმა 217000 ევრო შეადგინა, ხოლო უეფაში – 117000 ევრო.
მაგალითად, 2013 წელს ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირის თანამშრომლები წელიწადში საშუალოდ 108000 ევროს იღებდნენ, ხოლო ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის – 100000 ევროს.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
302
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0