სხვა 8 მარტივი ხერხი მშვენიერი ნახატების შესაქმნელად - ხატვის ცოდნა საჭირო არაა! 2015, 6 ივნისი, 11:40 ![]() ყველა ჩვენგანს გვქონია ჭარბი ემოციების მოზღვავების მომენტი. ამ დროს განსაკუთრებით დიდი სურვილი გვიჩნდება, საკუთარ ითავი ხელოვნებაში გამოვხატოთ. მაგალითად, ავიღოთ ფუნჯი ან ფანქარი და დავხატოთ ნახატი. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ეს არასოდეს გაგვიკეთებია? უბრალოდ არ ვიცით ხატვა... და თავს ვანებებთ. მაგრამ არა, ნუ დანებდებით! არსებობს ხატვის ისეთი ხერხები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისგან ხელოვანს შექმნის. სცადეთ და აუცილებლად გამოგივათ. გთავაზობთ ხატვის რამდენიმე ძალიან მარტივ, მაგრამ ეფექტურ ხერხს: 1. ხატვა წებოვანი ლენტის ("სკოჩის") გამოყენებით ![]() დაგვჭირდება: ტილო, აკრილის საღებავები, მაკრატელი, ფუნჯები, სამღებრო წებოვანი ლენტი, პალიტრა, წყლიანი ქილა ფუნჯის გასარეცხად. როგორ დავხატოთ: ![]() 2. ხატვა ხელსახოცის დახმარებით ![]() დაგჭირდებათ: აკვარელის საღებავები, ფუნჯი, უზორიანი ხელსახოცი, თეთრი მუყაო, პალიტრა, წყლიანი ქილა ფუნჯის გასაწმენდად. როგორ დავხატოთ: ![]() თეთრი მუყაოს ფურცელზე დადეთ ხელსახოცი. აიღეთ სასურველი ფერის საღებავი, მოათავსეთ პალიტრაზე და რამდენიმე წვეთი წყალი შეურიეთ. დაიტანეთ საღებავი ხელსახოცის უზორიან ნაწილზე. დაელოდეთ გაშრობას. ამგვარი ტექნიკის გამოყენებით მშვენიერი ბარათების დამზადება შეიძლება. 3. ხატა მუყაოს ფურცლით ![]() დაგჭირდებათ: აკრილის საღებავები, მუყაო, ტილო. როგორ დავხატოთ: ![]() ტალღოვან ფორმებად დაიტანეთ ტილოზე სასურველი ფერის საღებავები. დააჭირეთ ტილოზე მუყაო და გაუსვით საღებავების ზოლების მიყოლებით (ტალღოვნად). უკეთესი შედეგის მისაღებად ეს მოქმედება რამდენჯერმე გაიმეორეთ. 4. ხატვა შპადელით ![]() დაგჭირდებათ: ტილო, აკრილის საღებავები, ფოლგა (სურვილისამებრ), სამხატვრო შპადელი. როგორ დავხატოთ: ![]() შემთხვევითი თანმიმდევრობით ბურთულებად დაიტანეთ საღებავები ტილოზე. შპადელით წაუსვით საღებავები ტილოს. ადელოდეთ სანამ თითოეული ფენა გაშრება - ასე ნახატი უფრო ეფექტური და სასიამოვნო ფაქტურის გამოვა. ამის შემდეგ შეგიძლიათ რამდენიმე ადგილზე ტილოზე ფოლგაც დაამატოთ. როცა ფილგა "ჩაიძირება" საღებავში, დაიტანეთ შპადელზე ცოტა საღებავი და წაუსვით ფოლგის კიდეებზე მათ "მოსატეხად". დაელოდეთ სრულად გაშრობას და დატკბით სილამაზით, რომელიც საკუთარი ხელით შექმენით. 5. ხატვა ფოლგის ნაფხვენებითა და მუყაოს ნაჭრით ![]() დაგჭირდებათ: ტილო, აკრილის საღებავები, ფოლგის ნაფხვენები, მუყაოს ნაჭერი, თხევადი წებო, პალიტრა. როგორ დავხატოთ: ჯერ შეარჩიეთ ტილოზე ადგილი, სადაც ფოლგის ნაფხვენს მოათავსებთ. შეგიძლიათ მთელ ტილოზე გადაანაწილოთ, ან კიდევ კონკრეტულ ადგილას მოახდინოთ კონცენტრაცია. დაიტანეთ სასურველ ადგილას ცოტაოდენი წებო, გადაანაწილეთ მასზე ფოლგის ნაფხვენები. დაელოდეთ, სანამ წებო გაშრება. შემდეგ ფოლგა ზემოდანაც წებოთი დაფარეთ. საღებავი დაიტანეთ მუყაოს ნაჭერზე და თავისუფლად გადაუსვით ტილოზე: ნებისმიერი მიმართულებით, სხვადასხვაგვარი დაწოლით. დაელოდეთ საღებავის ერთი პირის გაშრობას და დაიტანეთ მეორე. სულ ესაა, თქვენი მშვენიერი ქმნილება ნამდვილად მოუხდება თქვენს ოთახს. 6. ხატვა საპნის ბუშტებით ![]() დაგჭირდებათ: გუაში, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, წყალი ჯამები, საწრუპი ჯოხები, თეთრი ქაღალდი როგორ დავხატოთ: მცირე ზომის ჯამში შეურიეთ 2 ს.კ. საღებავი, 2 ს.კ. ჭირჭლის სარეცხი საშუალება და 1/2 ჩ.ჭ. წყალი. ჩადეთ მიღებულ მასაში საწრუპი და ჩაბერეთ მანამ, სანამ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება. დაადეთ თეთრი ქაღალდი ბუშტებს: ისინი გასკდება და ფურცელზე ლამაზ ნაკვალევს დატოვებს. გააშრეთ. ბუშტუკების ფერი და ზომა ცვალეთ თქვენი წარმოსახვის მიხედვით - შემოქმედებაში ხომ ეს მთავარია! 7. ხატვა საღებავის წვეთებით ![]() დაგჭირდებათ: აკვარელის საღებავები, პალიტრა, ფუნჯები, წყლით სავსე ქილა ფუნჯის გასაწმენდად, ხის ჯოხი, მუყაოს ფურცელი, წყლით სავსე პულველიზატორი. როგორ დავხატოთ: ![]() 8. ხატვა ფენითა და ცვილის ფანქრებით ![]() დაგჭირდებათ: ფენი, სხვადასხვა ფერის ცვილის ფანქრები, თხევადი წებო, ტილო. როგორ დავხატოთ: ![]() მიაწებეთ ფანქრები ტილოს ერთ მხარეზე. აიღეთ "ცხელი იარაღი" ანუ ფენი და მიუშვირეთ ფანქრებს. ფანქრები დნობას დაიწყებს. დაინახავთ, როგორ წამოვა სხვადასხვა ფერის "მდინარეები" და ტილოზე ულამაზეს ნახატს შექმნის. 3778 10-ს მოსწონს
|