x
image
natia.a
რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორი ზომის ბიუსტჰალტერმა - ეს საშიშია!

image
მრავალრიცხოვანი გამოკვლევებისა და გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ ქალების 75% ირჩევს არასწორი ზომის ბიუსტჰალტერს, ანუ შერჩევისას პრიორიტეტს ანიჭებს არა უსაფრთხოებასა და კომფორტს, არამედ ვიზუალურ მხარეს.

ქალები აღიარებენ, რომ მზად არიან შეიძინონ ბიუსტჰალტერი, რომელიც მოსწონთ მოდელის, სტილის, ფერისა თუ მოდური ტენდენციის გამო და თუ სასურველი აზღუდი არ იქნება საჭირო ზომის, დაუფიქრებლად იყიდიან ერთი ზომით დიდს ან პატარას. არადა ქალების უმრავლესობამ არ იცის რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამგვარმა დაუფიქრებელმა საქციელმა.

imageბევრმა არ იცის, რომ "არასწორი" ბიუსტჰალტერი მთელი რიგი დაავადებების მიზეზი ხდება.

სწორად შერჩეული ლიფი არ არღვევს ლიმფური და სისხლის მიმოქცევის სისტემების ფუნქციონირებას, არ აძნელებს მოძრაობას, არ იწვევს საჭმლის მომნელებელი და სუნთქვის ორგანოების ფუნქციონირების დარღვევას, უზრუნველყოფს კარგ გუნება-განწყობას.

საჭიროზე პატარა ზომის ბიუსტჰალტერმა შეიძლება გამოიწვიოს:

თითის წვერების დაბუჟება;
თავის ტკივილი;
ზურგის ტკივილი;
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
შეშუპება.

ნაკლებ "უბედურებებს" არც ზედმეტად დიდი ზომის აზღუდის ტარება გიქადით. სარძევე ჯირკვალი შედგება ჯირკვლოვანი ქსოვილისგან და ცხიმისგან, ანუ კუნთი არ გააჩნია. და თუ ყოველდღიურად ვატარებთ ბიუსტჰალტერს, რომელიც კარგად არ იჭერს მკერდს, წონის ზრდის ფონზე მიზიდულობის ძალა ახდეს იოგებისა და კანის დაჭიმვას, რაც იწვევს:

მასტოფტოზის განვითარებას (მოშვებული მკერდი);
ხერხემალზე დატვირთვის გაძლიერებას.

ასე რომ, ბიუსტჰალტერის არჩევისას მედიკოსები ქალბატონებს ურჩევენ ყურადღება მიქციონ, პირველ რიგში, არა სტილსა და ვიზუალურ მხარეს, არამედ მასალას, რომლისგანაც შეკერილია და ზომას.




0
884
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
884
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0