x
image
worldsport.ge
კიელინი ტრავმირებულია

imageიტალიის ჩემპიონ ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ წამყვანი მცველი ჯორჯო კიელინი დაუშავდა. 30 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხზე დაზიანება გუშინდელ ვარჯიშზე მიიღო. იტალიელ მოთამაშეს გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და მისი ტრავმის ხარისხიც დადგინდება.
სამაგიეროდ, "ბებერ ქალბატონს" მეორე გამოცდილი მცველი ანდრეა ბარძალი დაუბრუნდა, რომელმაც რამდენიმე დღიანი უქმობის შემდეგ ვარჯიში განაახლა.
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს, ბერლინში კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.


გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0