სიახლეები მცენარე, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე, ასუფთავებს ჰაერს და ხასიათდება ანტივირუსული აქტივობით 2015, 4 ივნისი, 11:16
რატომ ვირჩევთ ამ მცენარეს ოჯახისთვის? კრასულას არ ჭირდება რაღაც განსაკუთრებული მოვლა - პატრონობა, საკმარისია ის მოვათავსოთ საშუალო ზომის ქოთანში და სამ დღეში ერთხელ ( გაზაფხულზე და ზაფხულზე ) ვასხათ საშუალო რაოდენობის წყალი - ეს საკმარისია, ისევე როგორც საკმარისია ქოთანში მოვათავსოთ არა მარტო მიწა, არამედ დრენაჟის სახით გავუკეთოთ სილის ნაზავი პატარა ზომის ქვებთან.მოკლედ, 30 % ქვიშა უნდა ეყაროს ქოთანში, რომ " ფულის ხემ" ზრდა განავითაროს.მისი ძირითადი ფუნქციაა " ფულის" შეგროვება სახლში და სიმდიდრის მოტანა ოჯახისთვის - წერს წყარო. იგი ასხივებს დადებით ენერგიას. თუმცა კრასულას სხვა დადებითი თვისებებიც გააჩნია, როგორიცაა ჰაერის გასუფთავება სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისაგან, მას ახასიათებს ანტივირუსული აქტივობა და ზოგადად დადებით გავლენას ახდენს ადამიანის სხეულზე. 1382 6-ს მოსწონს
|