საზოგადოება "საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სახლში თურქულ პორნოგრაფიას იღებენ!?" რატომ უხდის მადლობას ლალი მოროშკინა ტოლერანტულ და ზრდილ პატრულს. 2015, 28 მაისი, 11:15 ლალი მოროშკინა, აღშფოთებული იმ ფაქტით, რომ საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სახლში, თურქი მამაკაცების და ქალების ხმაური და ყიჟინი ისმოდა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სტატუსს აქვეყნებს: "SOS!!!! საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სახლში თურქულ პორნოგრაფიას იღებენ!? ძვირფასო მეგობრებო, სასწრაფოდ მჭირდება საპატრიარქოს ტელეფონი და აი რატომ: ვანო ჩხარტიშვილი წლებია ჩემი მეზობელი იყო, (ცხადია უკვე თბილისში გადმოსული და არა გურიაში), შემდეგ მისი სახლი პატარკაციშვილებთან დავის გამო იყო დაყადაღებული, შარშან კი ვანო ბატონმა ეს "გამოუდეგარი" უძრავი ქონება საპატრიარქოს უფეშქაშა. დიახ, გადაცემა მოხდა ზარზეიმით და პატრიარქის წირვა-ლოცვით... სულ ცოტა ხანი, ჩვენს მეზობლად მართლაც რომ სათნო და მოფუსფუსე დედაოები ცხოვრობდნენ... ხაზს ვუსვამ-ცოტა ხნით!!!! დღეს კოშმარულმა სიზმარმა გამაღვიძა, ასე მეგონა თურქებმა კვლავ დაგვიპყრეს და არანაირი 26 მაისი არც იყო რა არც იქნება!! კარგად რომ გამოვფხიზლდი გარკვევით გავარჩიე ხმამაღლა მოუბარი ქალების და მამაკაცების ხმები... ხმები არა, ყიჟინა და ისტერიული არაფხიზელი სიცილი-თითქოს ჩვენს საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ სახლში თურქულ პორნოგრაფიას იღებენ! არ ვხუმრობ, არც ვღადაობ!!! ყველა მეზობელი შოკშია!!!!! ვითხოვ საპატრიარქოს პასუხს!""თურქიც მიყვარს, აფროამერიკელიც, ინდოელიც, კორეელიც, ფრანგიც და უკრაინელიც... ...უბრალოდ 26 მაისის განთიადი, 2011 წლიდან საქართველოს ეროვნული ტრაგედიის სიმბოლოა-ამიტომაც გამოვთქვამ შეშფოთებას, რომ ვანო ჩხარტიშვილის ყოფილი სახლიდან, რომელიც მას პატარკაციშვილებმა დაუყადაღეს და მან გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსასვლელად საპატრიარქოს ბალანსზე დარიცხა(მცხეთის ჩიხი), 25 მაისის ღამიდან დაწყებული 26 მაისით დამთავრებული(ისიც იმოტომ, რომ პატრულით დავემუქრე), მაშინ როდესაც ერი გლოვაშია და სანთლებს ანთებს რუსთაველზე-თურქი წარმომავლობის მამაკაცები და მდედრები არ უნდა აძლევდნენ თავს უფლებას ღრიანცელი და ქეიფი მოაწყონ საპატრიარქოს ტერიტორიაზე!!!! გაუგებარია რამე??? მთელი მცხეთის ჩიხი ვაპროტესტებთ სულში ჩაფურთხებას!!!" შეწუხებული ლალი მოროშკინა და მისი მეზობლები იძულებულნი გახდნენ, რომ პატრული გამოეძახებინათ: "საპატრულო ძალიან ოპერატიულად მოვიდა, დიდი მადლობა! აღმოჩნდა რომ ხმაურიანი, მრავალრიცხოვანი თურქები მთვრალი ლაზები აღმოჩნდნენ, რომლებიც საპატრიარქოს სტუმრობენ და ჩვენი პატრულის ბიჭებს საშინელ შეურაცხყოფას აყენებენ!!! ეს რა ხდება???? აგერ ყიჟინა აქვთ და მთვრალები უსაქციელობენ!!! ასე რომ ჩვენ მოვიქცეთ თურქეთში????? რა მოხდება???? საპატრულოს საოცარი ნერვები ქონიათ!" ლალი მოროშკინა პატრულის ოპერატიულობით, ზრდილობით და კულტურით ძალიან მოიხიბლა და მადლიერება სტატუსებით გამოხატა: "დიახ მე ვთვლი, რომ ძლიერი და სამართლიანი პოლიცია ქვეყნის-სიძლიერეა! დიახ მე ვთვლი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ქვეყნის სტუმრებმა პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს! ის რაც გუშინ მცხეთის ქუჩაზე მოხდა ძალიან სამარცხვინოა! ჩვენი საპატრულო ეკიპაჟის ბიჭებს ძალიან უხეშად მოექცნენ სტუმრები თურქეთიდან. სამეზობლოში ხმაურის, აჟიოტაჟის და ორღამიანი უძილობის შემდეგ, მას მერე რაც ამოვწურეთ ქართულ-ინგლისური კომუნიკაციის ყველა საშუალება და არც კარი გაგვიღეს და არც არავინ გამოგველაპარაკა, დილის 4 საათზე მეზობლებმა გადავწყვიტეთ 112-ში დაგვერეკა. არაჩვეულებრივად ზრდილი და კულტურული პოლიციელებით დაკომპლექტებული ორი ეკიპაჟი 5 წუთში მოვიდა. პოლიციელების დანახვაზე ღამის ხმაურის შემქმნელებმა კი გააღეს კარი, მაგრამ სულ ცსვირწინ ულაწუნეს კარები, შემდეგ კი აივნიდან ხან ენას უყოფდნენ, ხან ექიდნურად ტაშს უკრავდნენ და თურქული შეძახილებით მიმართავდნენ. ხმაურიანი მთვრალი ადამიანები მართლა საპატრიარქოს სტუმრები აღმოჩნდნენ, ეკიპაჟის უფროსმა გაფრთხილება მისცა, რომ შეეწყვიტათ შეურაცხყოფა, სხვა შემთხვევაში გადაიყვანდნენ პოლიციის განყოფილებაში. ბოლოს ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა მიცნო და ბოდიშების მოხდა დაიწყო.... ამგვარი ქცევისთვის, პატრულის შეურაცხყოფისათვის ნებისმიერ ქვეყანაში ეს ადამიანები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებოდნენ! არავინ არ დგას კანონზე მაღლა, არც სტუმარი! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა პოლიციის ეკიპაჟს, მადლობა მათ ასეთი ოპერატიულობისათვის, მაგრამ ერთი კითხვა კითხვად რჩება: რატომ ეპატიება ქვეყნის სტუმარს ყველაფერი, თუნდაც საპატრიარქოს მოპატიჟებულს? ისინი ხომ სამმაგად უზნეოდ მოიქცნენ???? არც საპატრიარქოს სცეს პატივი, არც სამეზობლოს და არც პოლიციას!" "კიდევ ერთხელ მადლობა ტოლერანტულ და ზრდილ პატრულს, ასევე დიდი მადლობა საპატრიარქოს ინფორმაციისთვის, თურმე ჩვენი სახლის ნაწილი, უკვე გადაეცათ ლაზებს, რომლებიც განმეორებითი მთვრალი დებოშის შემთხვევაში კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან!" 467 1-ს მოსწონს 1-ს არა
|