კულტურა 10 გამოგონება, რომლებსაც მუსულმანების წყალობით იცნობს მსოფლიო 2015, 26 მაისი, 18:02 1-საპონი და შამპუნი-ისლამის ერთ-ერთი მოთხოვნაა ყოვედღიური ბანაობა, მათ საპონს შეურიეს მცენარეული ზეთი, ჰიდროქსიდ ნატრია და დაამატეს არომატი, ქალაქ ბრაიტონში, ინგლისში ერთ-ერთმა მუსულმანმა გახსნა აბანო 1759 წელს, სწორედ მისი წყალობით ევროპელებმა გაიგეს რაა შამპუნი. 2-ყავა-ლეგენდის თანახმად არაბი მწყემსი სახელად ხალიბი სამხრეთ ეთიოპიაში თხებს როდესაც საბალახოდ უშვებდა, ერთ-ერთი მცენარის მოძოვის შემდეგ თხები კარგ ხასიათზე დგებოდნენ და კუნტრუშობდნენ, ხალიბმა ეს მცენარე მოკრიფა და პირველად ისტორიაში მოადუღა ყავა.სწორედ ეთიოპიაში გახდა პოპულარული ყავა.პირველად ევროპაში, კერძოდ ვენეციაში იქნა შეტანილი 1645 წელს.ხოლო ინგლისში თურქეთიდან პასკუა როსიმ შეიტანა 1650 წელს და ლონდონში, ლომბარდის ქუჩაზე პირველი ყავახანა გახსნა. 3-ქირურგიული ინსტრუმენტები-ცნობილმა მუსულმანმა ქირურგმა ალ ზაჰრავიმ გამოიგონა მრავალი ქირურგიული ინსტრუმენტი, რომლებსაც ახლაც იყენებენ თანამედროვე მედიცინაში, როგორიცაა მაშები, სკალპელი, სამედიცინო მაკრატელი, სამედიცინო ხერხი და სხვა.ამასთანავე ამავე ქირურგმა პირველად მიაქცია ყურადღება იმას, რომ ოპერაციის შემდეგ კეტგუტი-ძაფი რითაც ჭრილობას კერავენ აღარაა საჭირო რომ ამოიღო, რადგან ძაფს სხეული თვითონ გაიწოვდა ბუნებრივად. 4-სადილი 3 კერძისგან-მე-9 საუკუნეში ერაყელმა ალი იბნ ნაფიმ კორდოვაში შეიტანა სადილის სრულიად ახალი კონცეფცია.პირველად მიირთმევდით ხორცეულის ან თევზის კერძს, შემდეგ მოგართმევდნენ ხილს, კაკალს ან თხილს.ალი იბნ ნაფიმ პირველად შემოიტანა აგრეთვე ხმარებაში ბროლის ჭიქები. 5-ხალიჩა-ქსოვილთან მუშაობის ხელოვნება უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული მუსულმანურ საზოგადოებაში.დროთა განმავლობაში ჩნდებოდა ახალ ახალი ფერები და საღებავები.ხარისხიც უმაღლეს დონეზე იყო.სპარსული და არაბული ხალიჩები დამკვიდრდა ევროპაში და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 6-ნუმერაცია-მკვლევარების აზრით ნუმერაცია, რომელიც მთელს მსოფლიოშია გავრცელებული მოდის ინდოეთიდან, მაგრამ რიცხვების ფორმა არაბეთიდან-პირველად გამოიყენეს ბეჭდურ ფორმაში მუსულმანმა მათემატიკოსებმა ალ ხმარიზზმა და ალ ქინდმა 825 წელს.მუსულმანი მათემათიკოსების ნამუშევრები, მათ შორის ალგორითმები და ზოგიერთი ტრიგონომეტრიის თეორიები მხოლოდ 300 წლის შემდეგ გავრცელდა ევროპაში. 7-ავტოკალამი-გამოიგონეს სპეციალურად სულთნისთვის 953 წელს.ხელმწიფემ მოითხოვა ისეთი კალამი, რომელიც არ გაუსვრიდა ხელებს და ტანსაცმელს.მელნის მიწოდების სისტემა ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ახლა ვიცნობთ. 8-მუხლა ლილვი- ლილვი, რომელიც იღებს ენერგიას ბარბაცას საშუალებით და გადასცემს მაბრუნებელ მომენტს ტრანსმისიას. მუხლა ლილვის საშუალებით მოძრაობაში მოდის სხვადასხვა მექანიზმი.გამოიგონა ინჟინერმა ალ-ჯაზარიმ.თანამედროვე მანქანების ერთ-ერთი ყველაზე უცილობო მექანიზმი. 9-ქარის წისქვილი-გამოიგონეს არაბებმა 634 წელს, ამუშავებდნენ მარცვლეულს წყლის მიწოდებით.არაბეთის უდაბნოებში ერთადერთი ენერგიის წყარო ქარი გახლდათ.წისქვილს ჰქონდა 6 ან 12 ფრთა, ევროპაში ქარის წისქვილები მხოლოდ 500 წლის შემდეგ გამოჩნდა. 10-ვაქცინაცია(აცრა)-ეს იდეა ჯენერს და პასტერს კი არ მიეკუთვნებოდა, არამედ პირველად შემოვიდა თურქეთიდან 1724 წელს, პროცედურა პირველად შენიშნა ინგლისის ელჩის მეუღლემ სტამბოლში.ბავშვებს ყვავილზე უკეთებდნენ აცრებს.ევროპაში აცრები 50 წლის შემდეგ შემოვიდა. ა ამის გარდა მუსულმანების წყალობით იცნობს მსოფლიო ჭადრაკს, კამერას, პარაშუტს, ჩეკს და პირველად 500 წლით ადრე ევროპელებზე ასტრონომმა იბნ ჰაზამ განაცხადა, რომ დედამიწა მრგვალია, ხოლო "მზე ყოვეთვის დგას ვერტიკალურად ერთ წერტილში დედამიწასთან მიმართებაში". 3954 14-ს მოსწონს
|