x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დეკანოზ ანდრეა კემულარიას სტატუსი სოციალურ ქსელში და ნინა სუბლატის მეუღლის პასუხი
imageდეკანოზი ანდრეა კემულარია სოციალურ ქსელში ნინა სუბლატის გამოსვლას "ევროვიზიაზე" და მის იმიჯს გამოეხმაურა:

"ცოტა ხნის წინ ვნახე ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლის სურათები. თავად ევროვიზია, როგორც ცნობილია, პოლიტიკური შოუა და იქ ნამღერი არ მსმენია ჰიტად ქცეულიყო. მაგრამ, ამაზე არაა საუბარი. დემონის სახით გამოდის ღმრთსიმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი. მის გამოსვლას იწონებს ქვეყნის მოსახლეობა და აღიარებს, რომ ასეთი სახით ქვეყნის წარმოჩენა ეთამხება ერის შინაგან ორიენტირებს. იტყვის მავანი, ეფექტური სცენური სახეაო. არ არის ასე. ჩვენ იშვიათად ვფიქრობ სიმბოლიკაზე, მის გავლენაზე ადამიანსა და ერზე. ყოველ სიმბოლოს თავისი ზემოქმედება გააჩნია, გამოხატავს კონკრეტულ სულიერ ღირებულებას და, მეტიც, მის უკან კონკრეტული სულიერი ძალა დგას. ასე რომ არ იყოს, არ იქნებოდა ჩვენთვის ჯვრის ხატება სიწმინდე. როცა ვიწონებთ რაღაცას, ვეზიარებით იმას, რაც გამოიხატება, ვეთანხმებით იმას, როგორაც გამოიხატება. დემონური ხატება არ არის ის, რისი მორგება და მოწონება, თუნდაც ევროვიზიის მაგვარ სანახაობაზე, სიკეთეს მოუტანს საქართველოს. არადა, წესით, უცხოეთში შენი ქვეყნის საუკეთესო თვისებებსა და ღირებულებებს უნდა წარმოაჩენდე მაშინაც კი, როცა ეს იქ არავის ჭირდება. ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, რომ ამას ვერ ამჩნევს მრევლის ნაწილი. რაღაც დაგვიჩლუნგდა სულში.”


სოციალური ქსელითვე დეკანოზის ამ განცხადებას ნინა სუბლატის მეუღლე გიორგი შამანაური გამოეხმაურა:„შენ უნდა გაგიშვათ! შენ ხომ სახე ხარ საქართველოს! არც არტისტიზმზე გსმენია და არც აზროვნება გაქვს ლოგიკური! შენი აზრი სულ ფეხზე ჰკიდია მსოფლიოს და მეცოდები! რა თქმა უნდა ღმერთსაც ეცოდები რადგან უსახური ხარ და შენ სახეს გაფაჩრული სისტემის უკან მალავ შე პირველყოფილო!!!!!“


image

2
63
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
63
  
2015, 25 მაისი, 7:42
ერთ რამეს კი მართალს იძახის მართლა მაგარი ყანა კონკურსია და მართლა პოლიტიკური ქვეტექსტით..ეგეც მართალია..რომ მთელი 60 წლის მანძილზე მაგ კონკურსიდან დამდგარი საერთაშორისო მომღერალი ან ჰიტი მე არ მსმენია თუ არ ჩავთვლით აბბა-ს და სელინ დიონს..აი რაც შეეხება რაის ღვთისმშობლის წილნაყარი ქვეყანაო..რაის იმიჯიო რას ბჟუტურებს..ვაბშე საერთოდ ეკლესია ცალკე თემაა ,,,და თან დიდი
2015, 24 მაისი, 21:29
კაცს თავს ჭრიდნენ და მუწუკი არ მატკინოთო! ასეა ჩვენი საქმე, მამაოს რა უნდა სოციალურ ქსელში?
ამაზე დროის დაკარგვას სჯობია მრევლზე ზრუნვაზე და ლოცვაზე დახარჯოს მეტი დრო.
0 1 2