x
image
გვანცა1234
გულდაწყვეტილი ნინა სუბლატი პირველ კომენტარს აკეთებს

23 მაისს, საქართველოს დროით ღამის 11 საათზე, პირველ არხზე პირდაპირ ეთერში ვიხილეთ მსოფლიო დონის მუსიკალური ფესტივალის, ევროვიზიის ფინალი, რომელშიც მონაწილეობას ოცდაშვიდი ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მათ შორის ნინა სუბლატი საქართველოდან. გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი გახდა. მეორე ადგილი რუსეთმა, მესამე კი იტალიამ დაიკავა.

როგორც ვიცით საქართველოდან წასული ცნობილი მომღერალი ფართო აუდიტორიის წინაშე 2013 წელს წარსდგა, მუსიკალურ პროექტ „საქართველოს ვარსკვლავში“. პოპულარობა მალე მოიპოვა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა. არანაკლებ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ მას “ევროვიზიაზეც''. მისი სახელით და ფოტოებით აჭრელებული იყო ქართული თუ უცხოური პრესა და სოციალური ქსელები.imageმას ე.გ “ბუქმეიქერები'' საუკეთესო ხუთეულში მოხვედრასაც კი უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ნინას სხვა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს, მან საკმარისი ქულები ვერ მიიღო და მიუხედავად შესანიშნავი სიმღერისა და შესრულებისა ათეულშიც ვერ მოხვდა და მეთერთმეტე ადგილს დასჯერდა. imageსოციალურ ქსელში ამ ამბავს რათქმაუნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან “ევროვიზია'' პოლიტიკურ პროექტად აღიქვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილმა ადამიანებმაც გამოთქვეს საკუთარი აზრი. შედეგების გამოცხადების შემდეგ კი თავად ნინა სუბლატმა „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი დაწერა: „რა დიდი სირცხვილია!“. imageროგორც ხედავთ, ნინას ამ სტატუსსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


2
387
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
387
  
2015, 25 მაისი, 8:42
იქაც პოლიტიკაა მაგათი...
2015, 24 მაისი, 18:58
საინტერესო სტატიაა და რომ არა ლიმიტი აუცილებლად გავაზიარებდი.
0 1 2