სხვა აბეზარი მწერებისაგან თავის დასაცავი რვა მარტივი და იაფი ხერხი 2015, 24 მაისი, 17:23 ზაფხულის მოსვლა ბევრ ჩვენგანს უხარია, თუმცა მის დადგომას ერთი მეტად უსიამოვნო სიურპრიზი მოსდევს თან: მწერების შემოსევა. მწერები ზომიერი და თბილი კლიმატის განუყოფელი ნაწილი არიან. ეს შემზარავი არსებები ნამდვილ კოშმარად გვიქცევენ ზაფხულის თბილ და რომანტიკულ საღამოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ზაფხული შიშში გავატაროთ აბეზარი თავდამსხმელების გამო. არსებობს უამრავი მარტივი და იაფი გზა მათ მოსაშორებლად. აი ზოგიერთი მათგანი:
1. ბამბის ბურთულები, ვანილის ექსტრაქტი და პიტნა ეს მეთოდი ცოტა შრომატევადია, მაგრამ სამაგიეროდ საკმაოდ ეფექტური. ბამბის ბურთულები ჩააწყვეთ პატარა მინის ქილაში და დაასხით ოთხი სუფრის კოვზი ვანილის ექსტრაქტი. ზემოდან დააწყვეთ ნორჩი პიტნის ფოთლები და ქილას თავი მოუკარით დოლბანდით. ეს მეთოდი იმდენად ეფექტურია, რომ თუ ასეთ ქილას ხილის ლანგრის გვერდით დადგამთ, არცერთი მწერი ხილს ახლოსაც კი არ გაეკარება. 2. მონეტები და წყალი ჰერმეტულ პაკეტებში ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ოდნავ ძვირი მეთოდია. აიღეთ ცელოფანის პაკეტი, რომლის დახურვაც შესაძლებელია, აავსეთ წყლით, ჩაყარეთ მასში მონეტები და შეუკარით თავი. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენით, მაგრამ ბუზები წყლიან პაკეტს დიდ წყალსაცავად აღიქვამენ, მათ აფრთხობთ წყლისაგან და მონეტებისაგან არეკლილი მზის სხივები. ჩამოკიდეთ ეს პაკეტი ხეზე ან სხვა ადგილზე, სადაც მზის სხივები ხვდება. თქვენ აუცილებლად იგრძნობთ შედეგს. 3. ციტრონელა და ქოქოსის ზეთი გათავისუფლდით მწერებისაგან ზეთის საშუალებით: ჩაასხით 20-30 წვეთი ციტრონელას ზეთი(იყიდება აფთიაქში) პატარა ჯამში და დაამატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქოქოსის ზეთი. გულმოდგინედ აურიეთ და მასა გადაანაწილეთ პატარ - პატარა ქილებში. დადგით ეს ქილები იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი მწერი ტრიალებს და დატკბით ზაფხულის მშვიდი საღამოთი. 4. არაყი და მიხაკის ზეთი პულვერიზატორში ბევრი თქვენგანი იტყვის, რა საჭიროა ამდელი წვალება, როცა არსებობს უამრავი ძვირადღირებული ეფექტური საშუალება მწერებისაგან თავის დასაცავადო, მაგრამ თქვენი ნებაა, მოიწამლავთ თუ არა თავს ქიმიით. ამას ჯობია გამოიყენოთ გამაფრქვეველი, რომელშიც ჩაასხამთ არაყს და ცოტაოდენ მიხაკის ზეთს. გააფრქვიეთ ეს სპრეი თქვენს გარშემო და საღამო სუფთა ჰაერზე მომაბეზრებელი ბზიულ-წუილის გარეშე ჩაივლის. 5. ვაშლის ძმარი კიდევ ერთი ძალიან მარტივი და იაფი ხერხი მწერებისაგან თავის დასაცავად ეს არის ვაშლის ძმარი. ჩაასხით ვაშლის ძმარი არაღრმა ქილაში ან ჭიქაში, დააფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და დაჩხვლიტეთ ცელოფანი რამოდენიმე ადგილზე. ვაშლის ძმარი თქვენსა და კოღოებს შორის ნამდვილ ბარიერად აღიმართება. 6. ნიორი, დარიჩინი და მწარე წიწაკა კიდევ ერთი ბარიერი თქვენსა და მწერებს შორის - ეს ნიორის, დარიჩინის და გამხმარი მწარე წიწაკის ნარევია. ეს ნარევი მოაყარეთ სახლის გარშემო და მერწმუნეთ, კოღოები შიგნით შემოსვლას ნამდვილად ვერ გაბედავენ. 7. ეთერზეთები ეთერზეთების მეთოდი მოქმედებს გამაფრქვევლის პრინციპით, მხოლოდ ალკოჰოლის გარეშე. ჩაასხით ბოთლში ნახევარი ჭიქა წყალი და ძმარი და დაამატეთ მასში 15 წვეთი პიტნის, ევკალიპტის, ლიმონის ან ლავანდის ეთერზეთი. გააფრქვიეთ ეს ნარევი იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი კოღო ტრიალებს. 8. ძველი, დაფხაჭნილი CD დისკი ეს ალბათ ყველაზე იაფი მეთოდია მწერებისაგან თავის დასაცავად. ის მუშაობს წყლიანი და მონეტებიანი პაკეტის ანალოგიურად. უბრალოდ ჩამოკიდეთ ძველი დისკი ხეზე ან სახლის პარმაღზე. როგორც ცნობილია, მწერებს ძალიან აფრთხობს მზის ანარეკლი, ასე რომ დღის საათებში ეს მეთოდი მეტად ეფექტური იქნება. p.s. ლამაზ და რომანტიკულ ზაფხულს გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო...ყოველგვარი კოღოების, კრაზანების და ბუზების გარეშე!!! 1226 12-ს მოსწონს
|