x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ციმბირელმა გოგონამ სამი ბოროტმოქმედი გააუვნებელყოფა
imageმძარცველები და ხულიგნები უნდა დაფიქრდნენ, სანამ "დაუცველ" ქალს თავს დაესხმებიან, მიუხედავად სუსტი სქესისა, მათ შეუძლიათ საკადრისი პასუხი გასცენ.

ასე დაემართა სამ მძარცველს ნოვოსიბირსკში, ხოლო ყაზანში რესტორნის თავხედ მომხმარებელს.


რუსეთის შსს-ს ნოვოსიბირსკის ოლქის განყოფილებამ ახლახან დააჯილდოვა ლუდმილა მახმუდოვა.


ქალი საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ ქუჩაზე ოქტომბრის რაიონში, როდესაც შეამჩნია კრიმინალური დანაშაული, ერთ-ერთი მოძრავი მანქანიდან ბოროტმოქმედებმა ქალი გადმოაგდეს.



(მოგვიანებით გაირკვა, რომ ქალი სახლში ბრუნდებოდა და გაუცნობიერებლად გზად შემთხვევით გამვლელ მანქანას ჩაუჯდა.

ავტომობილში სამი ახალგაზრდა იჯდა, მათ ქალს წაართვეს ფული, ძვირფასი ნივთები და მანქანიდან გადმოაგდეს.)

image

ლუდმილამ დაუყონებლივ პოლიციას დაურეკა, ხოლო თვითონ ბოროტმოქმედებს გაეკიდა, დაეწია საკუთარი მანქანით, გზა გადაუკეტა და მამაკაცებს მოსთხოვა დაბრუნებულიყვნენ დანაშაულის ადგილას, თან თავის თავს მძევლად სთავაზობდა, მისი მოთხოვნები იმდენად დამაჯერებელი გამოდგა, რომ პოლიციელების მოსვლამდე დამნაშავეებმა მისი ყველა მოთხოვნა შეასრულეს.


დამნაშავეები პოლიციაში გადაიყვანეს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სტატიით-ძარცვა.




ამასობაში კი ყაზანის ერთ-ერთ რესტორანში ოფიციანტმა გოგონამ ნოკაუტში გაუშვა ერთ-ერთი თავხედი მომხმარებელი, აღსანიშნავია, რომ ოფიციანტმა "შურისძიების იარაღად" მენიუ გამოიყენა, აღნიშნავს Prokazan.ru.


ინციდენტის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში დაიდო და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.





1
51
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51
  
2015, 23 მაისი, 10:36
კარგი გააკეთა, ფულიანი მამიკოების შვილებს სხვები მათი მსახურები ჰგონიათ.
0 1 1