x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ანუ სიტუაცია რომელშიც მოვხვდი დღეს.

image სამსახურის "წყალობით" ხშირად მიწევს
სხვადასხვა ორგანიზაციაში ყოფნა და სიმართლე გითხრათ ხშირად ვაწყდები ჩინოვნიკების, თუ მათი დამხმარე პერსონალის დილეტანტურ დამოკიდებულებას იმ საქმისადმი, რომელ საქმესაც ემსახურებიან და საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც იღებენ.
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: "პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო", მე სრულად ვეთანხმები და იმედია თქვენც დაეთანხმებით ამ ჭეშმარიტებას.
დღესაც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ხელმძღვანელის თხოვნით მივედი ერთერთ სახელმწიფო დაწესებულებაში და ვითხოვე გაეცათ პასუხი იმ საკითხის გარშემო, რომლის თაობაზეც პასუხი ჯერ კიდევ 10-15 დღით ადრე უნდა მოსულიყო ჩვენთან.
განყოფილება რომელსაც მივაკითხე, ახალგაზრდა გოგონებით აღმოჩნდა დაკომპლექტებული და ჩემს კითხვაზე- თუ რა ბედი ეწია დოკუმენტს, რომელზეც პასუხი ადრე უნდა მიგვეღო, პასუხად მივიღე: რა დოკუმენტზეა საუბარი?
როდესაც ავუხსენი რაზეც იყო საუბარი, სულ აირია ყველაფერი. ერთი ერთს ამბობდა, მეორე მეორეს და მესამე კი მესამეს.
დროის ნაკლებობის გამო იძულებული ვიყავი პოლემიკაში არ ჩავრთულიყავი და წასვლა გადავწყვიტე, რადგან იქ გაჩერებას და ამ გოგონებისათვის რაიმეს ახსნას აზრი არ ჰქონდა მათი დაბალი კვალიფიკაციის გამო.
წასვლის წინ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, დილეტანტები ხართ მეთქი!
საკმაოდ ეშხიანმა გოგონამ რომელსაც ჩემთან საუბრისას სიგარეტის მოწევა წამითაც არ შეუწყვეტია, ყელის მოღერებით მომახალა: ცდებით ბატონო, ჩვენ დილეტანტები არა ვართ დიეტას სათითაოდ ვიცავთო! მე არ ვიცი დილეტანტი მათთვის რასთან ასოცირდება, მაგრამ რაც მე ვნახე იმან კი ლამის "შოკში" ჩამაგდო, ამიტომაც "გამოვგლიჯე" კარები და დერეფანში გავვარდი, მორიგი სისულელე რომ არ მომესმინა, რომელსაც აუცილებლად მეტყოდნენ.


10
194
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
194
  
2015, 2 ივნისი, 18:10
:D სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს..ამ კვირაში მეც კარგად ვიწვნიე არაპროფესიონალების ხელი...ნახეთ ჩემი დღევანდელი სტატია :(
2015, 26 მაისი, 19:56
მეტსახელს გამართლება ხომ უნდა? :)))
"ხათაბალას" მეძახიან :D
2015, 26 მაისი, 19:33
მოკლედ თქვენ სულ ასეთ კურიოზულ სიტუაციაში ვარდებით :D :D
2015, 20 მაისი, 22:30
თავიდან მე "დავიგრუზე" და მერე მანქანაში რომ ჩავჯექი გულიანად ვიცინე. :))
2015, 20 მაისი, 22:23
რაა კარგად ვიხალისე....
2015, 20 მაისი, 22:20
მადლობა მაკა
2015, 20 მაისი, 22:15
უკვე წარმოვიდგინე :)) (გავაზიარე)
2015, 20 მაისი, 22:04
სელფი უნ და გადამეღო და განცვიფრებულ სახეს მერე ნახავდით აქ. :)))
2015, 20 მაისი, 21:56
რას ერჩი, ცალ-ცალკე ისხდნენ დიეტაზე :)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10