მიმოხილვა დაბადებული საბჭოთა კავშირში-ახალი ამერიკული ხედვა ძველ საბჭოთა ავტომობილებზე 2015, 20 მაისი, 18:33 საბჭოთა ავტომობილები ახალ მიწაზე XXI საუკუნის დასაწყისში ისეთივე ეგზოტიკაა, როგორც ამერიკული მანქანები იყო სოციალიზმის დროს საბჭოთა კავშირში. BBC Autos კორესპონტენტი შეეცადა ამ საკითხში გარკვეულიყო. ქალაქ ეჯუიტერში(შტატი ნიუ-ჯერსი)კაფე Starbucks-ს უზარამაზარი სედანი უახლოვდება, ეს გახლავთ ЗИЛ -41045, რომლის მფლობელიც ვინი ბაკშტია.ავტომობილი "პერესტროიკის" პერიოდშია აწყობილი, 1985 წელს, ЗИЛ-ის ამ მოდელის უმეტესობას სუკის მეთვალყურეობის ქვეშ აგებდნენ. ავტომობილი სარეზერვო კორტეჟში ემსახურებოდა გორბაჩოვს პრეზიდენტ რეიგანთან შეხვედრის დროს. "ხალხს აშინებს ЗИЛ-ის" გარეგნობა"-ამტკიცებს ბაკშტი, რომელიც 1989 წელს მოსკოვიდან ამერიკაში გადასახლდა. ავტომობილის სიგრძე 6, 3 მეტრია, წონა 4 ტონამდე, კარები მსუბუქი ჯავშნითაა დაფარული, ძრავა 315 ც.ძ. 7, 7 ლ.მოცულობით. როგორც ბაკშტი აღნიშნავს ავტომობილს ორმაგი დაქოქვის სისტემაა აქვს, ძირითადი და სათადარიგო. ავზი 120 ლ ბენზინს იტევს, ხარჯი 22 ლიტრი100 კილომეტრზე. აღსანიშნავია არაორდინალური ნომრებიც წარწერით-СССР КГБ. ЗИЛ -ი ჩართულია საგაზაფხულო რეტრო-ავტომობილების გამოფენაზე "ელეგანტურობის კონკურსი", გრინვიჩში, შტატი კონექტიკუტი. დიმიტრი შევცოვი, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობს, გრინვიჩში გამოფენს ორ "ვოლგა"- ГАЗ-21-ს.45 წლის ინჟინერი 25 წელია ემიგრირებულია რუსეთიდან, როგორც თვითონ აღნიშნა იგი გატაცებული იყო რეტრო ავტომობილებით და საერთოდ არ აპირებდა საბჭოთა ავტომობილის ყიდვას, სანამ 2010 წელს სრულიად შემთხვევით საიტზე არ გადააწყდა 1962 წელს გამოშვებულ ვოლგა ГАЗ-21-ს, თვალებს არ უჯერებდა...ავტომობილს სამხრეთ კალიფორნიაში ყიდიდნენ. თუმცა ქარიშხალი სენდის შემდეგ ავტომობილი დაკარგა, მაგრამ საბჭოთა ავტომობილებით გატაცება მისი ჰობი გახდა. შემდეგ რუსეთიდან ჩამოიყვანა სრულიად გარემონტებული 1957 წლის მოდელი. ГАЗ-21, მანქანა, რომელსაც ძირითადად საბჭოთა ბიუროკრატებს აძლევდნენ, 4 ცილინდრიანი ძრავა 70-ც.ძ.-ით და 3 საფეხურიანი სიჩქარის კოლოფით."ვოლგას" ამშვენებდა ირმის ქრომირებული ფიგურა. შარშან გრინვიჩის კონკურსზე გაიმარჯვა 18 წლის ახალგაზრდამ რომან გრუდინინმა საბჭოთა სახალხო ავტომობილით-ВАЗ--2103-ით, იგი ნიუ-სიტიში ცხოვრობს(40 კმ ნიუ-იორკიდან)თავის 1982 წლის "ლადა" უკრაინიდან შეიძინა და მთლიანად გაარემონტა. Fiat-124-ის ბაზაზე აწყობილი საბჭოთა "ლადა" ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ავტომობილად ითვლება მსოფლიოში.დღესღეობით 20 მილიონი ეგზემპლიარია გაყიდული. გრუდინინმა კავშირი გააბა სხვა "ლადის" კოლექციონერებთან ერთ-ერთია 42 წლის უნგრელი ნორბერტ მელაგა, რომელსაც 13 "ლადა" ჰყავს კოლექციაში. "ბავშვობიდან ვოცნებობდი "ლადაზე"-იგონებს 42 წლის მელაგა-მაშინ ავტომობილზე ლოდინი, ბინის მიღება, სახლის ტელეფონი ან მაცივარი იყო ბანალური " სამოთხე მშრომელი ადამიანისთვის", ოთხი წლის წინ დავიწყე "ლადების" შეგროვება, ამჟამად დავაარსე "ჟიგულების" კლასიკური კლუბი უნგრეთში", რომელშიც 65 000 დარეგისტრირებული "ლადაა" მხოლოდ კონკურსის ჩარჩოებში თუ ეცნობიან, თორემ ცოტაა იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებსაც საბჭოთა მანქანა უნახავთ, საიმონ როსი აპირებს ეს შეცდომა გამოასწოროს, რომელმაც საბჭოთა კავშირი მისი დაშლიდან ცოტა ხანში დატოვა. იგი ცხოვრობს ქალაქ სამამიშში, შტატი ვაშინგტონი, შთაგონებული ლემაის ამერიკული ავტომობილების მუზეუმებით(LeMay America’s Сar Museum), აპირებს შექმნას საბჭოთა ავტომობილების მუზეუმი აშშ-ში. სტარტი არც თუ ისე ცუდია, მას უკვე 20 ავტომობილი ჰყავს, სამხედრო მანქანების ჩათვლით.იგი ავტომობილებს ძირითად ბულგარეთიდან, უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან ყიდულობს.სურათზე:კიდევ რამდენი გადაგდებული საბჭოთა შედევრი დაელოდება თავის ახალ მფლობელს? როსის რამდნიმე "ლადას"-თან ერთად ორი ვოლგა ГАЗ-21-ჰყავს, აგრეთვე გვიანდელი ГАЗ-24, "მოსკვიჩი" და ЗИМ-ი 1951 წელის გამოშვება, რომელითაც როგორც თვითონ აცხადებს ჩინეთის ელჩი დადიოდა. კოლექციაში ჰყავს აგრეთვე ЗАЗ -"ზაპოროჟეცი", პატარა სედანი უკან 4 ცილინდრიანი ძრავით და ჰაერით გაგრილებით.როსიმ გააკეთა იდენტური ფოტო 1974 წლისა, სადაც პატარა 6 წლის ბიჭუნა მამის "ზაპოროჟეცის" საჭესთან ზის. 1106 7-ს მოსწონს
|