x
აჭარა
აჭარა - იმერეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ განშტოებები -ქობულეთისა და ჩაქვის ქედები აჭარას ორ - ზღვისპირა და შიდა მთიან ნაწილებად ყოფს. აჭარის უმაღლესი მწვერვალი კენჭაული (ზ.დ. 2992 მ) არსიანის ქედზე მდებარეობს; ამავე ქედზე მდებარე გოდერძის უღელტეხილით (ზ.დ-დან 2025მ) აჭარა სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება.
ზღვისპირა აჭარის ჰავა ტიპიური ნოტიო სუპტროპიკულია; ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2700 მმ-ის ტოლია. მთა მტირალაზე კი (ზ.დ. 1201მ) ევროპის ნალექების პოლუსია. აქ წლიურად 4000 მმ-მდე ნალექი მოდის. განსხვავებული სურათია შიდა აჭარაში, სადაც ნალექების რაოდენობა 800-1000 მმ-მდე მცირდება. აჭარა-იმერეთისქედის განშტოებები ხელს უშლიან ჰაერის მასების აღმოსავლეთით გადაადგილებას, რაც ნალექების რაოდენოას მნიშვნელოვნად ამცირებს.
აჭარის თითქმის ყველა მდინარე შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება. ყველაზე უხვწყლიანია მდ. ჭოროხი. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია მდ. აჭარისწყალი, კინტრიში, ჩაქვისწყალი და სხვა.
აჭარაში მოსახლეობის სიმჭიდროვე 140 კაცია კმ კვადრატზე, მოსახლეობის 83% ქართველია; ასევე, ცხოვრობენ რუსები, სომხები, ბერძნები. მთელი მოსახლეობის 48% ქალაქებში ცხოვრობს. აჭარსაში ორი ქალაქია: ბათუმი და ქობულეთი.
აჭარაში სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის სამი ზონა გამოიყოფა: სანაპირო ზონაში - მეციტრუსეობა და მეჩაიეობა, შიდა აჭარაში - მესიმინდეობა და მეთამბაქეობა, მაღალმთებში კი - მესაქონლეობა. imageimageქობულეთი-შავი ზღვის სანაპირო--- ბათუმის ბულვარი
0
670
5-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა
გოგიტა
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0