x
კუნთოვანი სისტემა
კუნთოვანი სისტემა

კუნთების აგებულება და ურთიერთდამოკიდებულება

ჩვენ კუნთების წყალობით ვმოძრაობთ, ვმუშაობთ, ვვარჯიშობთ, გვემატება მოქნილობა და ამტანობა. კუნთების აგებულება და ფორმა დამოკიდებულია იმ სამუშაოზე, რომელსაც ისინი ასრულებენ. ჩვენ დიდი, ღონიერი კუნთების მეშვეობით დავდივართ, გადავაადგილებთ მძიმე საგნებს, ხოლო უფრო პატარა „მოქნილი“ კუნთების დახმარებით ვასრულებთ ფაქიზ სამუშაოს-ვწერთ, ვკერავთ, ვუკრავთ მუსისკალურ საკრავებს

დიდი და პატარა კუნთების ურთიერთ დამოკიდებულება ადამიანს საშუალებას აძლევს შეასეულოს სრულიად სხვადასხვაგვარი მოქმედება.


კუნთოვანი გრძნობა


კუნთოვან გრძნობაზე საერთოდ არ ვფიქროფთ, უიმისოდ კი კოვზს პირთან ვერ მივიტანდით, ვერ დავწერდით, სპორტსმენი ვერ ივარჯიშებდა, პიანისტი ვერ დაუკრავდა.

თვალს თუ დავხუჭავთ, უშეცდომოდ შეგვიძლია ვთქვათ, რა მდგომარეობაში სადაა მარჯვენა ხელის ცერი, შეგვიძლია თითი ზუსტად ცხვირს შევახოთ. საკუთარი სხეულის ასეთ კონტროლს ვახერხებთ პ რ ო პ რ ი ო რ ე ც ე პ ტ ო რ ე ბ ი ს საშუალებით. სწორედ ისინი გახლავთ კუნთოვანი გრძნობის ოღგანოები.

რა არის პროპრიორეცეპტორი? „პროპრიოს“ ლათინურად ნიშნავს საკუთარს, ხოლო „რ ე ც ე პ ტ ო რ ი“? რეცეპტორებზე ჩვენ განუწყვეტლივ ვსაუბრობთ. რეცეპტორებზე უაღრესად სპეციალიზებული უჯრედია, რომელიც გარემო სამყაროდან გაღიზიანებებს ღებულობს და მათ აგზნებად გარდაქმნის.

პროპრიორეცეპტორები ყველა კუნთში, მყესში, იოგსა და სახსარშია. კუნთოვანი პროპრიორეცეპტორის ყველაზე დამახასიათებელი ფორმაა კ უ ნ თ ო ვ ა ნ ი თ ი თ ი ს ტ ა რ ი.

უკანასკნელ წლებში ფიზიოლოგებმა დიდი ყურადღება მიაქციეს პროპრიორეცეპტორებს. კუნთოვან თითისტართა მუშაობა გაცილებით რთული, ზუსტი და საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. ნერვული სისტემის მუშაობის ბევრ საერთო საკითხს მათ მაგალითზე სწავლობენ.

კუნთოვანი თითისტარი მოთავსებულია კუნთის სისქეში და შედგება 4-6 თხელი კუნთოვანი ბოჭკოსაგან. ეს ბოჭკოები გარშემორტყმულია მრავალრიცხოვანი დატოტიანებული ნერვული დაბოლოებით. კუნთის მექანიკური გაჭიმვისას თითისტარში ჩნდება ნერვული იმპულსები. ნერვული ბოჭკოებით იმპულსები „მიქრის“ ზურგის, ხოლო შემდეგ თავის ბთვინისაკენ. ეს ნერვული ბოჭკოები ერთ-ერთი ყველაზე სქელი ბოჭკოებია ორგანიზმში, ხოლო რაც უფრო სქელია ბოჭკო, მით უფრო სწრაფად „მიქრის“ მასში იმპულსი. ამიტომ პროპრიორეცეპტორებიდან ბოჭკოების გავლით იმპულსები სწრაფად ვრცელდება.

ნაზი კუნთოვანი ბოჭკოები თითისტარში განლაგებულია ჩვეულებრივი კუმშვადი კუნთოვანი ბოჭკოების პარალელურად. აღმოჩნდა, რომ თითისტარი ტვინს უგზავნის სიგნალებს მხოლოდ მთელი კუნთის გაჭიმვისას. როცა კუნთი შეკუმშულია, თითისტარი „დუმს“. მყესოვანი თითისტარი აღიგზნება კუნთის როგორც გაჭიმვისას, ასევე შეკუმშვის დროს.

ფიზიოლოგთა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს წვრილი ნერვული ბოჭკოები, რომელთა საშუალებით იმპულსები თითისტარიდან ტვინს კი არ გადაეცემა, არამედ პირიქით, ტვინიდან - თითისტარს.

ტვინიდან მომავალი იმპულსი, როგორც წესი, აიძულებს კუნთოვან ბოჭკოს შეიკუმშოს . ამიტომ შესაძლებლობა გვაქვს ვამოძრაოთ ფეხები და ხელები . იმპულსები კი, რომლებიც ამ ბოჭკოებით თითისტარის კუნთოვან უჯრედებს აღწევს, არ იწვევს მათ შეკუმშვას. ესენი განსაკუთრებული, მარეგულირებელი იმპულსებია და ცვლიან პროპრიორეცეპტორების ფუნქციურ მდგომარეობას. ფიზიოლოგები და კიბერნეტიკოსები ასეთ კავშირს უკუკავშირს უწოდებენ. პირდაპირი კავშირი თითისტარიდან ტვინში გაგზავნილი იმპულსებია. იგი გვამცნობს, თუ რა მდგომარეობაშია ახლა, მაგალითად, ხელის თითი. საპასუხოდ ტვინი თითისტარს უგზავნის იმპულსებს, რომლებიც აწსრიგებს მის მუშაობას. ასეთი ზუსტი ფიზიოლოგიური მექანიზმის წყალობით პიანისტისა და მოქანდაკის, მხაზველისა და ზეინკლის ხელს შეგრძნობა მუდამ „ფხიზლობს“, აცნობებს ტვინს, რა ხდება კუნთებში, სახსრებში და აღკვეთს მოუქნელ, ზედმეტ მოძრაობებს. კუნთოვანი გრძნობა ადამიანს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს ყოველი თავისი კუნთი, მიწაზე მყარად მდგომი მთელი თავისი სხეულია.

0
1355
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა
გოგიტა
1355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0