x
ყველაზე გრძელსახელიანი ტბა
ყველაზე გრძელსახელიანი ტბა
დედამიწზე ბევრ ტბას აქვს გრძელი სახელწოდება. მაგრამ მათ შორის რეკორდსმენია ტბა, რომლის შესახებ ქვემოთ გიამბობთ. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.
კაცმა რომ თქვას, ეს პატარა ტბა არაფრით გამოირჩევა მასაჩუსეტსის შტატის სხვა ტბებისაგან იმის გარდა, რომ აქვს უსაშველოდ გრძელი სახელწოდება, რომელიც ორმოცზე მეტი ბგერისაგან შედგება და ძალიან ძნელი წარმოსათქმელი და წასაკითხია. ახლავე ნახავთ, ასე რომ. აბა წაიკითხეთ:
ჩარტოგგაგგმანჩუაგაგოგგჩაუბუნაგუნტამაუგგ
რა დაიმახსოვრებს ამ სახელს! ბევრი უნდა ივარჯიშოს კაცმა და, ღმერთმა იცის, ან დაისწავლის ან ვერა.
ადვილად მიხვდებით, რომ ამ ტბის ნათელია ევროპული კოლონიზატორები არ არიან. ასე უწოდებენ წყალსატევს ადგილობრივე მკვიდრნი - ინდიელები. ისინი იმახსოვრებენ კიდეც ამ სახელს, რადგანაც მათთვის იგი არაფრისმთქმელიბგერებისთავმოყრა კი არა არის, არამედ გამოხატავს სავსებით გარკვეულ აზრს. ინდიელთა ენაზე ტბის სახელწოდება ამას ნიშნავს:
_ თქვენ თქვენს მხარეს ითევზავეთ, ჩვენ ჩვენს მხარეს ვითევზავებთ, ტბის შუაგულში არც ჩვენ ვთავაზობთ, არც თქვენ!
ყველაფერი ცხადზე უცხადესია: ტბის სახელწოდება არის ინდიელთა მეზობელ ტომებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია - ვინ სად უნდა დაიჭიროს თევზი.
ინდიელებს ძალიანაც ხელს აძლევდათ ეს შეთანხმება. არც ტბის გრძელი სახელწოდების წარმოთქმა უჭირდათ მათ და თუ ევროპული კოლონიზატორები ვერ წარმოთქვამდნენ, ამაზე სულაც არ ნაღვლობდნენ.
0
137
2-ს მოსწონს
ავტორი:გოგიტა
გოგიტა
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0