x
image
K.P.
ჩიორა თაქთაქიშვილი პატრიარქს ძალადობაში ადანაშაულებს!
image
17 მაისი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება. ტერმინი "ჰომოფობია" განიმარტება, როგორც ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის, ხოლო "ტრანსფობია" ეს არის ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით.

საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია 2013 წლის 17 მაისს გამართა და ხელჩართული დაპირისპირებით დასრულდა. აქციის მონაწილეები საპატრულო პოლიციამ ავტობუსებით გამოიყვანა.

საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადაა.

საქართველოს საპარლამენტო უმცირესობისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი ამტკიცებს, რომ 17 მაისის ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადობა ძალადობაა სექსუალური უმცირეობის წარმომადგენლებზე.


"17 მაისი არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. ანუ, ამ დღეს უნდა დავგმოთ ადამიანებზე ძალადობა და მათი შევიწროვება იმის გამო, რომ მათ უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვთ.

17 მაისი არ არის რაიმე სხვა ღირსშესანიშნავი დღე, ამ დღის გამოცხადება ოჯახის დღედ არის კიდევ ერთი ძალადობა ამ ისედაც დაუცველ ჯგუფზე.

"ოჯახის სიმტკიცეს" თუ "სიწმინდეს" ისინი ვერ დაიცავენ, ვინც ცოლებს სცემენ, კლავენ, იმონებენ და ამას ამართლებენ, ვინც მამაო ჩვენოს ღრიალით მზად არიან ტაბურეტკებით და კომბლებით დაერიონ დაუცველ ადამიანებს"-წერს ჩიორა და შემდეგ ფოტოსაც აქვეყნებს.

image

6
717
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
717
  
2015, 18 მაისი, 0:06
:D :D გეთანხმები მაგრამ ამაზე ხელს ვერავინ ისვრის
2015, 17 მაისი, 17:54
არა ქართველები ძალიან მიმტევებლები ვართ სხვა ქვეყნებში ასეთ სუბიექტებს დიდი ხანია გაისტუმრებდნენ ჰადესში ...
2015, 17 მაისი, 15:57
მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაოო ...მარტო ეს მახსენდება ამ არსება რომ უყურებ "ქალს ვერ რ უწოდებ :D
2015, 16 მაისი, 21:39
ეს ცოდვილი მეძავი ანათემას იმსახურებს
2015, 16 მაისი, 21:28
და ამათ კიდევ აქვთ დაბრუნების იმედი?.......უფალმა დითხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიაქი ♥
2015, 16 მაისი, 12:08
მოინანიე ცოდვილო !...
0 1 6