რელიგია მამა პეტრე მოახლოებულ 17 მაისზე: "ერთად ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს" 2015, 12 მაისი, 22:16 17 მაისი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღის აღნიშვნა, 1990 წლის 17 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება. ტერმინი "ჰომოფობია" განიმარტება, როგორც ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის, ხოლო "ტრანსფობია" ეს არის ტრანსგენდერული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ ზიზღი და ჩაგვრა სხვადასხვა გზით. საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია დაახლოებით 2 წლის წინ გაიმართა, რასაც ხელჩართული დაპირისპირება მოჰყვა. შარშან კი17 მაისს ქართველმა ხალხმა ოჯახის სიმტკიცის დღე აღნიშნა. 17 მაისიკვლავ ახლოვდება და ისევ აზრთა სხვადასხვაობით. ყველაფერთან დაკავშირებით მამა პეტრე საინტერესო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცხვლელად გთავაზობთ: "17 მაისი ახლოვდება და ხალხში უკვე დაძაბულობა იგრძნობა. შეიძლება კონკრეტული ადამიანი იწყნარებდეს ცოდვას, მაგრამ ეკლესიის სწავლება ყოველთვის უცვლელია. არც ცოდვილია ეკლესიისთვის უცხო და უცნაური. პირიქით, ქრისტეს მისტიკური სხეული იმიტომ დაარსდა, რომ მას მივაბაროთ სული სამკურნალოდ. ის კი არ არის მთავარი, რა მიგაჩნია ცოდვად, არამედ ის, რა არის სინამდვილეში ღვთისგან განდგომა. ქმედებაში ყველა თავისუფალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ თავიაუფლებას. ვერც იმით გავიმართლებთ თავს, თურმე გვინდოდა ტაძარში მისვლა და იქ "ტაბურეტკიანი" მღვდლები დაგხვდა... ამიტომ ვარჩიეთ საკუთარ "ნარწყევთან" მიბრუნება. თუ თვალს ფართოდ გავახელთ, დავინახავთ, რომ მოციქულთა სწავლებას ცოდვის გამო არავინ გაუგდია და მოუკლავს. 17 მაისი ჭკუის სასწავლებელია დინების გაღმა თუ გამოღმა მდგომებისთვის. პრობლემა არსებობს, მისი უარყოფით და სირაქლემის პოზიციით, ვერასდროს მოგვარდება. ვერც ეკლესია მიიღებს მშვიდად ცოდვის დემონსტრირებას. ერთად ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს. ...და კიდევ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თარიღები აქვს, ვიდრე 17 მაისია." 211 8-ს მოსწონს
|