საზოგადოება "სკანდალური ხედვა"-ლელა კაკულია ირაკლი ღარიბაშვილს აფრთხილებს 2015, 12 მაისი, 20:58 ![]() ლელა კაკულია ერთ-ერთი ქართველი წინასწარმატყველია. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხშირად მიმართავენ რჩევის მისაღებად მდიდრებიც და ღარიბებიც, პოპლიტიკოსები და ცნობადი სახეები, ტელეეკრანებსა და ჟურნალ-გაზეთებზეც ხშირად მოჰკრავთ თვალს. ქალბატონი ლელა ხშირად წინასწარმატყველებს ქვეყნის მომავალზე და გვაიმედებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველება ამჯერად საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეხება. ის პრემიერს აფრთხილებს, რომ მინისტრებთან შეხვედრების დროს პლასტმასის ჭურჭელი გამოიყენოს, ინციდენტი რომელიც შესაძლოა მალე მოხდეს ცალსახად ყურადღებამისაქცევია. ![]() ხუმრობის გარეშე ვურჩევ პრემიერს, მინისტრებთან შეხვედრებისას პლასტმასის ჭურჭლით ისარგებლოს. იმიტომ, რომ ვხედავ ერთ-ერთი გაგულისებული მინისტრი მოულოდნელად ჭიქას ესვრის. საბედნიეროდ, პრემიერი კარგი რეაქციის წყალობით გადაურჩება ტრავმას, უცბად გასწევს თავს და ნასროლ ჭიქას აიცდენს. მე არ ვხუმრობ. მთელი სერიოზულობით ვაფრთხილებ პრემიერს ამის თაობაზე! ლელა კაკულია"-აი ეს ინფორმაცია ვრცელდება ლელა კაკულიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე. ![]() ![]() 1219 4-ს მოსწონს
|