x
image
worldsport.ge
ჯოკოვიჩმა ტოტის წინააღმდეგ ითამაშა

imageრომში სტარტი აიღო “მასტერზ1000”-ის მორიგმა გათამაშებამ. ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა (შარშანდელ ფინალში რაფა ნადალს 4:6, 6:3, 6:3 მოუგო), დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან ერთად, წინასატურნიროდ “რომას” საწვრთნელი ბაზა მოინახულა და “მგლების” ვარსკვლავთან ფრანჩესკო ტოტის, აგრეთვე ალესანდრო ფლორენცისთან საჩვენებელი საჩოგბურთო მატჩი ჩაატარა. ჯოკოვიჩ-ვოზნიაცკი – ტოტი-ფლორენცი პაექრობის დასრულების კორტზე სხვა რომაელი ფეხბურთელებიც გავიდნენ.
რომის “მასტერზ1000”-ის საპრიზო ფონდი 3830295 ევროა, მსოფლიო რეიტინგსიის პირველი ნომერი ჯოკოვიჩი კი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთვება და ესპანელ ნიკოლას ალმაგროს შეხვდება.




გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
25
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0