x
image
ციცი
Mediator image
ცოტნე გამსახურდია-"ეს ღორი მეპატრონე ორნიშნა ვადით უნდა გაამწესონ სადაც ჯერ არს!"
image
საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ქობულეთში მოხდა და რომელსაც სამი ანგელოზი ბავშვი შეეწირა, მთელი საქართველო შეძრა. საზოგადოებას ყველაზე მეტად აღიზიანებს სასტუმროს მეპატრონე, რომელიც ცდილობს ამ ტრაგედიიდან სუფთად გამოვიდეს და თავის "შეფუჩეჩებულ" სასტუმროს მისტირის და ინვენტარზე წუხს... პასუხისმგებლობის მოხსნის მიზნით კი ამ საშინელ ტრაგედიას პედაგოგების და მშობლების მხრიდან ბავშვების მიმართ უყურადღებობას აბრალებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს მეპატრონეს, შერმადინ ართმელაძეს იგივე ჰასანას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება.

"ახალგამოჩეკილი "ბიზნესმენები" რომ გაუგებარი მასალით და გაუგებარი გეგმით აშენებენ სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს და ა.შ. სწორედ ამიტომ მოხდა ქობულეთის ტრაგედია! ჩემის აზრით, ამ ბავშვების სიცოცხლეზე პასუხი, პირველ რიგში მშენებლობის დამკვეთმა, შემსრულებელმა და არქიტექტორებმა უნდა აგონ! თუმც აქ ხომ არც კანონი არსებობს და არც მისი უზენაესობა: ვიღაც "სირიკო" "ინვესტორის" გაუგებარი მანქანებით ნაშოვნი რამოდენიმე მილიონის გულისთვის ჩეხავენ ხეებს, აბინძურებენ გარემოს, გვიწყობენ ეკოციდს, აშენებენ სეისმური, გეოდეზიური, სახანძრო ნორმების საწინააღმდეგოდ და კრიტერიუმი მხოლოდ ერთია: ამწუთიერი, მაქსიმალური მოგება - ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ფუ, მ.....ანთ გამზრდელი...!"

image


"ქობულეთის ინციდენტში ცალსახა მხოლოდ ისაა, რომ არ არსებობდა საერთოდ არავითარი საევაკუაციო გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, მეტიც, როგორც ცნობილია, "სასტუმრო" რეალურად ცეცხლსაშიში, აალებადი პლასტმასის პანელებით იყო აწყობილი.
ხელისუფლებას თუ თავმოყვარეობა აქვს და ამ ქვეყანაში ოდნავ მაინც არსებობს კანონი, ეს ღორი მეპატრონე ხასანა, ორნიშნა ვადით უნდა გაამწესონ სადაც ჯერ არს! მერე იწუწუნოს კონდიციონერის ფულზე ამ ნაბ....მა!"

image


ძალიან მძიმეა ამ ტრაგედიის შესახებ საუბარი... ღმერთმა ნათელში ამყოფოს პატარა ანგელოზები!რამდენად არაადამიანი უნდა იყო, რომ ასეთი ტრაგედიის შემდეგ მხოლოდ საკუთარ დამწვარ სასტუმროს მისტიროდე, თან მთელი საქართველოს გასაგონად!

1
467
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
467
  
2015, 12 მაისი, 23:02
ასეთი ვაი ბისნემენებით, პოლიტიკოსებით და ა.შ. (მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და გაუმაძღარ მუცელზე, რომ ფიქრობენ და სხვა ადამიანის სიცოცხლე ერთ თეთრადაც არ უღირთ) არის ეს ქვეყანა ავსებული და ჩვენ კიდე იმედი გვაქვს, რომ რამე გვეშველება?
0 1 1