x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დალევის მერე იაპონელმა ტურისტმა პარაშუტი მოითხოვა, უშგულის საუკუნოვანი კოშკიდან უნდა გადმოვხტეო.

image მინდა მოგიყვეთ ერთი ახლო წარსულის ისტორია, რომლის თვითმხილველი ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობარ წარმოშობით ზემო სვანეთიდანაა და ხშირად ადის ნათესავების მოსანახულებლად, არც სვანურ სალოცავებს (ბუნებრივია მართლმადიდებლურს) ივიწყებს და როგორც სვანს შესაწირავიც ააქვს.
ერთხელაც ნათესავმა დაურეკა მესტიიდან, შვილის მონათვლას ვაპირებ და მშობლებთან ერთად აუცილებლად ამოდი, უშგულში წინაპრების კოშკში უნდა ავღნიშნოთ ბიჭის ნათლობაო.
არც ჩემს მეგობარს დაუწყია "თავპატიჟი" და ნათესავის დანაბარები მშობლებს გადასცა, მშობლებმაც მასთან ერთად დაიწყეს მზადება სვანეთში ასასვლელად და საჩუქრების ყიდვას შეუდგნენ. დადგა მესტიაში წასვლის დღეც და უთენია მეგობრის მანქანით მესტიის გზას დაადგნენ.
როგორც კი ჯვარს გასცდნენ გზაზე უცხოელ ტურისტს გადაეყარნენ, რომელიც ღამით ჯგუფს ასცდენოდა და ზურგჩანთა მოკიდებული ფეხით მიუყვებოდა გზას. ასეთ დროს როცა მანქანაში ადგილი გაქვს მგზავრს, თან უცხოელს გზაზე ვინ დატოვებდა და მეგობარმაც მანქანა გაუჩერა და ინგლისურად ჰკითხა თუ სად მიდიოდა, სამწუხაროდ ტურისტს ინგლისური არ ესმოდა და მეგობარი ჟესტების ენაზე გადავიდა ანუ ხელებით "ჰკითხა" სად მიდიხარო!
ტურისტმაც ხელი მთებისაკენ გაიშვირა და მეგობრის მოპატიჟებაზე მანქანაში ჩაჯდა, ტურისტმა ინგლისური ვერ გაიგო, მაგრამ რუსულის ცოდნა გამოამჟღავნა და აღმოჩნდა რომ ბატონი ჰიროში თადარიგში გასული იაპონელი სამხედრო მფრინავი იყო და ტურისტული ვიზით იყო ჩამოსული, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საინტერესო ადგილების მონახულების მერე სვანეთში მიდიოდა, სამწუხაროდ ღამით ჯგუფს აცდენოდა რომელიც ასევე მესტიისაკენ მიდიოდა.

მესტიაში ასულებს იაპონელი ტურისტები არ დახვედრიათ, მეგობრის ნაცნობმა პოლიციელმა კი უთხრა მეგობარს: ჩვენი თანამშრომელი აცილებს და მისგან ვიცი, იაპონელი ტურისტები თეთნულდის სანახავად არიან წასულები, ამაღამ იქ დარჩებიან კარვებში და დილით მობრუნდებიანო.
მეგობარს მამამ ურჩია ბატონი ჰიროში თან წაეყვანათ და უშგული დაეთვალიერებინათ, თან ნათლობის პროცესსაც დასწრებოდა ინტერესის გამო. ასეც მოხდა და ჰიროში უშგულში წაიყვანეს სტუმრად, ჯერ ნათლობას დაასწრეს, მთელი ნათლობის პროცესი ციფრული კამერით გადაიღო და როდესაც ცად აღმართული სვანური კოშკები დაინახა, წამით არ გაუჩერებია კამერა, ვინ იცის რამდენი კადრი გადაიღო სხვადასხვა რაკურსითო.
ბოლოს გაშლილ სუფრაზე მიიწვიეს და აქ დაიწყო რაც დაიწყო, პატარა სასმისით "საკეს" დალევას მიჩვეულმა იაპონელმა სულ ყანწებით სვა ხან ღვინო და ხან სირჩებით არაყი, გაფრთხილების მიუხედავად ღვინო და არაყი ერთად არ დაელია, არც ღვინო დაიკლო და არც არაყი.

არ დაიკლო და როგორც იტყვიან "აუშვა აფრები", იაპონური თავაზიანობით და ზრდილობით ითხოვა მოეტანათ მისთვის პარაშუტი.
აბა მესტიაში პარაშუტი ვის უნდა ჰქონოდა და მოკრძალებით უთხრეს: ბატონო ჰიროში აქ პარაშუტი არავის არა აქვს და ძალიანაც რომ გვინდოდეს, ვერ ვიშოვითო.
აქ კი თავი "გაიგიჟა" ბატონმა ჰიროშიმ, როგორ მე იაპონიის საიმპერატორო საავიაციო ძალების ოფიცერს, ცნობილ მფრინავს პარაშუტს ვერ მანდობთ, ამ ლამაზი კოშკიდან რომ გადმოვხტე და ეს კამერით დავაფიქსიროო.
სტუმარი სვანისათვის წმინდაა და ბევრი უთმინეს, ხან დაუყვავეს ხან დილამდე მოცდა ურჩიეს ახალ პარაშუტს მოვატანინებთ სპეციალურად თქვენთვისო. როგორც იქნა სასმელმა მოთენთა ბატონი ჰიროში და მისთვის განკუთვნილ ოთახში მოასვენეს.
დილაადრიან კი ბატონი ჰიროში ოჯახის უფროსს მიადგა ბოდიშებით და სთხოვა, წუხელ აქ სტუმრად მყოფ ადამიანებსაც, ჩემი უღირსი საქციელის გამო ჩემი სახელით ჩემი ბოდიში და მოწიწება გადაეცითო.
ჩემმა მეგობარმა და ოჯახის უფროსმა აუხსნეს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და მასპინძლის მაღალი გამავლობის მანქანით ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს.
საღამოს კი მესტიაში ჩამოიყვანეს და მის ჯგუფს შეუერთდა.
იმედია ეს სტატია კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.

5
120
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
120
  
მართლა კარგ ხასიათზე მოვედი....ბევრი ვიცინე....
2015, 10 მაისი, 11:56
კარგი იყო...
0 1 5