x
image
ციცი
Mediator image
ტომას ჯალაკის, იგივე "ცოცარის", სკანდალური აღიარება!
image
ბოლო დროს, ქართულ ინტერნეტ სივრცეში პოპულარობის მოპოვება ძალიან იოლი გახდა. საკმარისია რაიმე უხამსი ქმედება ან უხამსი სიტყვა, რომ სრულიად უცნობი პიროვნება სუპერ პოპულარული ხდება, თუმცა უმეტესად საზოგადოების მხრიდან ლანძღვის ხარჯზე, მაგრამ ეს მათ არ აღელვებთ... მთავარია ცნობილები გახდნენ და რომ არ დაკარგონ ეს სიმწრით მოპოვებული პოპულარობა, აღარ ჩერდებიან და აგრძელებენ ხალხის გაოცებას თავიანთი სკანდალური გამოსვლებით.

ამის მაგალითი უკვე არა ერთი გვაქვს. მათ ცნობადობას ხელს ტელევიზიები და მედიაც უწყობს.

ტომას ჯალაკი (ჯალაღონია)-ეს ის პიროვნებაა, რომელმაც სახელი სატელევიზიო შოუ "ნიჭიერში", როიალზე "ცოცრით" დაკვრით გაითქვა. მას შემდეგ მას ზედმეტსახელით, "ცოცარით" მოიხსენიებენ.

იგი შოუმენი, მსახიობი და რეჟისორია. ტომასს ხშირად იწვევენ ქართულ პოპულარულ ტელეშოუებში. იგი ცდილობს, რომ არ დაკარგოს პოპულარობა. ასევე მან მონაწილეობა მიიღო მეგა-შოუში " იქს ფაქტორი", სადაც სიმღერას ცდილობდა.


"მარაოს" გადაცემაში "ერთგულების ტესტი" ტომას ჯალაკის გამოჩენამ კიდევ ერთხელ აალპარაკა საზოგადოება ცნობილ "ცოცარზე". სკანდალური წყვილის შეხვედრა მოულოდნელი ფინალით დასრულდა. ტომას ჯალაკი "ოჯახების დამანგრეველ" ბაბეტას ვნებიან მახეში გაება და სექსი გააჩაღა, რის შედეგადაც მან თავისი შეყვარებული სამუდამოდ დაკარგა. მართალია ტომასი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი დადგმული არ იყო, მაგრამ საზოგადოებას ნაკლებად სჯერა ამის...

ესეც არ იკმარა ცნობილმა "ცოცარმა" და მაია ასათიანის შოუში, "პროფილში" მორიგი სკანდალური განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ რაც იგი სუპერ პოპულარული გახდა "ცოცარის" ნომრით "ნიჭიერში", მას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზურგი აქციეს. მისგან არავინ ელოდა ასეთ ნაბიჯს და უამრავი შეურაცხოფის ატანა უწევდა. დაკარგა მეგობრები, დარჩა სრულიად მარტო. თუმცა ნელ-ნელა მისკენ მობრუნდნენ მისი ოჯახის წევრები.

მან ახალი სკანდალური განცხადება გააკეთა "პროფილში". გადაცემაში აღიარა, რომ შოუბიზნესის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის მომღერალი მამაკაცები, მას სექსს სთავაზობდნენ. ერთ-ერთმა პიროვნებამ, სამოდელო სფეროში, ოფიციალურად შესთავაზა საყვარლობა და სანაცვლოდ პირდებოდა სამოდელო კარიერის აწყობას ესპანეთში. გოგონებიც ეხმიანებიან ტომას და მისგან შვილის გაჩენა სურთ. ასევე, როგორც ცოცარმა აღნიშნა, მისი გადაღება მოტყუებით სურდა ერთ ქართველ რეჟისორს გეი პორნოში. მას შემდეგ, რაც გაიგო თუ რისთვის უღებდა ეს ადამიანი მას ფოტოებს, მიუვარდა და წააშლევინა თავისი შიშველი ფოტოები.

მისი აზრით დღევანდელი შოუბიზნესი ძალიან დაბინძურებულია.

მაგრამ ცნობილი "ცოცარი" ამ სფეროდან წასვლას არ აპირებს და უნდა, რომ იყოს შოუმენი.

imageimageimageimageimageimage
image

0
2524
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0