x
image
K.P.
რატომ ემუქრება ეკა კვალიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს: "მთელ მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს პრეზიდენტს თავისი ქვეყნის სახესთან"

image
ეკა კვალიაშვილი ყველასათვის ცნობადი და საყვარელი მომღერალია. უკვე წლებია სცენაზე დგას, თუმცა ეს ბოლო წლები იშვიათად ვხდედავდით.
მომღერალ ეკა კვალიაშვილს ექიმებმა ნეიროვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალს სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სჭირდებოდა. ეკა ხოფერიამ სპეციალური გადაცემაც კი გააკეთა, სადაც მომღერლისათვის საკმაო თანხა შეგროვდა. სამწუხაროდ ეკას შეგროვილი თანხის მხოლოდ მიზერული ნაწილი გადაეცა.image

მომღერალი ეკა კვალიაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს: "მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაწყოფას თქვენი უყურადღებობით! თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვითხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ ერთი სერიოზული სახე, და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ. მეგონა თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, ბბს, სნნ, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდენბულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო. პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!".

image

6
2003
6-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
2003
  
2015, 11 მაისი, 15:18
რა დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე
2015, 10 მაისი, 19:07
აბსოლუტურად გეთანხმებით ნათია.
ალბათ პენსიაზე გასვლას ითხოვს.....
2015, 9 მაისი, 23:41
ღმერთმა უშველოს,ისე ცოტა უფრო თავმდაბალი რომ ყოფილიყო უფრო მეტ დახმარებს მიიღებდა ხალხისგან,ასეთი მოთხოვნების წამოყენება და ქვეყნის სერიოზულ სახედ თავის წარმოჩენა რა საჭიროა,როცა იმდენი ავადმყოფი ბავშვი იღუპება უსახსრობის გამო,მიენდე უფალს და ყველაფერს ისე მოაგვარებს როგორც საჭიროა.
2015, 9 მაისი, 13:01
ეს ქალი სასაცილოა :დ :დ თავისი ქალიშვილი კი ''მძიმე შემთხვევა'' :დ
2015, 8 მაისი, 15:12
ავადმყოფია და მეცოდება, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია, როცა საკუთარ თავს ქვეყნის სახეს უწოდებს... რატომ უნდა შეხვდეს პრეზიდენტი მაინცდამაინც ეკა კვალიაშვილს და არა იმ ათასობით სხვა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს, რომლებიც საშინელი ავადმყოფობით იტანჯებიან? ცუდია, როცა საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენა გაქვს...
0 1 6