x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509096
ნინა სუბლატი და მისი ქმარი ვენის ოპერის სცენაზე გამოვლენ

image
მომღერალი ნინა სუბლატი საქართველომ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. ნინამ პროექტიც მოიგო და ხალხის სიყვარულიც დაიმსახურა. მომღერალი წელს საქართველოს ევროვიზიის სიმღერი კონკურსზე წარადენს. მომღერალი გამკითხვებში ლიდერობს, რაც გამარჯვების იმედს გვინერგავს. ნინას კარიერაში სხვა სიახლეებიცაა, რომელთა შესახებაც სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო: "ძალიან იშვიათად მახარებს ხოლმე რაღაც, მაგრამ ახლა ნამდვილად გახარებული ვარ და სიხარულით მოგახსენებთ რატომ: 17 მაისს, ვენაში, კერძოდ ვენის ოპერაში, იმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებს პლაჩიდო დომინგო, ხუან დიეგო ფლორესი, ვენა ფილარმონიკი და მოკლედ ძალიან სფეშელ ივენთია. ჰოდა ამ სფეშელ ივენთზე მეც მიმიწვიეს და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას. სიხარულით კი ის მიხარია, რომ ჩემი შემოქმედებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელ და მნიშვნელოვან სიმღერას Dark Desire-ს შევასრულებ. მეორე სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ამ სიმღერის აკუსტიკური ვერსიის შესრულებაში ჩემთვის (და მთელი საქართველოსთვის) ძალიან საყვარელი და უნიჭიერესი ადამიანი- ნიკოლოზ რაჭველი დამეხმარება, რომელმაც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად მოიცალა ჩემთვის და სპეციალურად ამ პერფორმანსისთვის მოდის ვენაში. მესამე სასიხარულო ამბავი კი ის არის, რომ მხოლოდ ნიკა კი არა, ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული და ჩემი აზრით საუკეთესო მუსიკოსი და მესაყვირე გიორგი შამანაურიც მიიღებს პერფორმანსში მონაწილეობას, ოღონდ ამჯერად აკორდეონს მოირგებს. ნიკოლოზ რაჭველი+ გიორგი შამანაური+Vienna state Opera+dark desire=გახარებულ ნინას! ჰო, ასეთი გემოვნება ამბები მახარებს მე, მეტი ნაკლები არ ვიცი".image

გიორგი შამანაური ნინას მეორე ნახევარი გახლავთ. წყვილმა დაახლოებით 2 წლის წინ იქორწინა. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა 13 წელია. ნინას მტკიცებით, ასაკობრივი სხვაობა ურთიერთობაში ხელს სულაც არ უშლის, პირიქით მის სამეგობროში ბევრი უფროსი ასაკის ადამიანია. გიორგისთან ურთიერთობა ისე დავიწყე მისი ასაკით არც დავინტერესებულვარო.

imageimageimage


0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0