x
image
beko777
Mediator image
ეკა კვალიაშვილი პრეზიდენტს სასწრაფოდ შეხვედრას მოითხოვს

imageრამდენიმე საათის წინ, მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ღია წერილი-მიმართვა გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ყოველგვარი კომენტარების და ანალიზის გარეშე


- მე, ეკა კვალიაშვილი, ვაცხადებ, ტელევიზიით, გაზეთით, აპარატში ზარით, მოვითხოვე შეხვედრა ბატონო პრეზიდენტო თქვენთან, ნუ მომაყენებთ შეურაწყოფას თქვენი უყურადღებობით! თქვენ ხართ ვალდებული, რომ დაინტერესდეთ, თუ რატომ ვითხოვ ასე დაჟინებით თქვენთან საუბარს, თუ კი თქვენ მართლა ხართ ამ ქვეყნის პრტეზიდენტი და ასეთად მიგაჩნიათ თავი, მე ამ ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული სახე და ცნობილი ადამიანი, რომელიც ითხოვს, არა - უკვე მოითხოვს თქვენთან შეხვედრას, თან სასწრაფოდ. მე ვეღარ დავიცდი, მე ისედაც უამრავი წელი და დრო დამაკარგინა წინა მთავრობამ!!! მეგონა თქვენ შეგნებით მაღლა იდექით, მე იძულებული ვარ საჯაროდ დავწერო ეს მოთხოვნა! მე არც სახუმარო დრო მაქვს და არც ლოდინის დრო. სასწრაფოდ შემხვდით, ერთხელ კიდევ ვიტოვებ იმედს, შემდეგ, კი, სერიოზულ ბრიფინგს მოვაწყობ, BBC, CNN, და ასე შემდეგ და მთელს მსოფლიოს გავაგებინებ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს, თავისი ქვეყნის სახესთან, მომღერალთან და ქალთან, ისე სხვათა შორის, წელს ქალთა წელია და სერიოზული პატივისცემაა საჭირო.


პირადად მე, ეკა კვალიაშვილი ამას მოვითხოვ, რადგან დავიმსახურე წლებია, შემოქმედებით, ქვეყნის სიყვარულით, სიმართლით. ჩემი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი მამაკაცებისგან! პრეზიდენტისგან, პრემიერისგან და ასე შემდეგ, ვინ უნდა გახდეს მაგალითი სხვა დანარჩენთათვის, თუ არა თქვენ? ველი, თქვენს ჯენტნლმენურ დამოკიდებულებას და შეხვედრას, ჩემთვის და ქვეყნისთვის საჭირო და გადაუდებელ თემაზე!

3
778
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
778
  
2015, 8 მაისი, 9:03
დაწეროს პირდაპირ ასეთს რას ითხოვს თუ საჯაროდ არ იტქმება ისეთი რამეა ? გადავირიე პირდაპირ...სად ცალია მარგველას გარაჟიდან გამოსასვლელად ქალო...
2015, 7 მაისი, 10:07
ეკა კვალიაშვილი უდაოდ კარგი მომღერალია, ქვეყნის ცნობილი სახეა, მაგრამ რას ნიშნავს "ამ ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული სახე", ჩემთვის გაუგებარია. არც BBC, CNN-ით დამუქრებაა მთლად გასაგები. და მაინც, იმდენი სიამოვნება მოგვანიჭა ეკამ თავისი სიმღერებით, ალბათ უნდა ვაპატიოთ პოლიტიკური უტაქტობა. სავარაუდოდ პრეზიდენტი მას შეხვდება და გადარჩება ჩვენი ქვეყანა "საქვეყნოდ თავის მოჭრას" :)))))
2015, 6 მაისი, 23:41
ეკა კვალიაშვილი პრეზიდენტთან სასწრაფოდ შეხვედრას მოითხოვს
0 1 3