საზოგადოება "X ფაქტორის" სკანდალი გრძელდება: "ჩემი ქმარია, თქვენი ხომ არა. თვალებს დავთხრი ყველას" 2015, 5 მაისი, 22:03
"მადლობა ადამიანებო! პირადში ეხლა ბევრი გოგო და ბიჭი მწერს, რომ გული დაწყდათ. მე არ დამწყდომია გული. ყველაფერი ხდება მერე რა მოხდა. მოკლედ რომ ვთქვა მაგრად მიყვარხართ! რომ არ მიყვარდეთ ესეთ სახალხო პროფესიას არ ავირჩევდი"-წერდა მარიამი. მოგვიანებით, როდესაც მომღერალმა ხალხის იმ აგრესიის შესახებ შეიტყო, რომელიც მისი მეორე ნახევრის მიმართ იყო მიმართული შემდეგი კომენტარი გააკეთა: "აჭრელდა სოც ქსელი ჩემი ქმრის სალანძღავი სიტყვებით. სოფლელი, ხანიგა, ისა, ესა... ჩემი ქმარია თქვენი ხო არა. თქვენ ხომ გყავთ უკეთესები და მიხედეთ და გვერდითაც მიუწექით, შიგადაშიგ რავიცი, სულ აქ რომ მისხედხართ ვეგეტატიური ნერვოზით დაავადებულები. დემოგრაფიულ პრობლემებზე იზრუნეთ ჯობია! ბოლო პოსტი დღევანდელი აჟიოტაჟის გარშემო. კიდევ ერთი კითხვა რასაც მინდა პასუხი გავცე. რატომ იცავ შენს ქმარს??? პასუხი მარტივია. ჩემი ქმარია და ვიცავ. ცალკე რას ვეტყვი ეგ ჩემი პირადია, ხოლო ზოგადად სვავებისგან დავიცავ კი არა, თვალებს დავთხრი ყველას! აი ეხლა თუ გინდათ ხისტი მეძახეთ, თუ გინდათ გოიმი და ხამი ! საერთოდ კიდე გირჩევნიათ 1 ჩემი პოსტის კითხვას და გაზიარებას რაიმე წიგნის 1 თავი წაიკითხოთ ჯობია." სოფო ნიჟარაძესა და "რუსთავი 2"-ს ამ ყველაფერთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა მათი მიზანი მიღწეულია, ეს ყველაფერი ხომ შესანიშნავი პიარია. 2482 3-ს მოსწონს
|