x
image
ირინა ნადაშვილი
გუშინ, დიდი ბრიტანეთის, დიდი საიდუმლო გამჟღავნდა! (+ფოტოები)
დიდი ბრიტანეთი პრინცესას (ან უფრო ზუსტად “პრინცესების") დაბადებას აღნიშნავს. პრინც უილიამსსა და ქეით მიდლტონს გუშინ, ამჯერად უკვე, ქალიშვილი - შარლოტა ელიზავეტა დიანა შეეძინათ.


imageimage











ჯერ კიდევ პირველი შვილის მოლოდინისას ვერსიად გაჟღერებულმა, ახალშობილის სავარაუდო სახელმა, დედა-დედოფალი საშინლად გააღიზიანა!


image


საქმე იმაში გახლდათ რომ ქეით მიდლტონს, სურდა მეუღლის პატივსაცემად, გოგონას დაბადების შემთხვევაში, დედამთილის სახელი - დიანა დაერქმია! არავითარი დიანაო, ხელები გაასავსავა, დედოფალმა ელიზაბეტმა! (შეგახსენებთ რომ მემკვიდრის სახელის დამტკიცება, დედოფლის პრეროგატივაა!)


image



მაგრამ მაშინ, პრინცი ჯორჯი მოევლენა ქვეყანას და უხერხული საკითხიც ერთბაშად დაიხურა!


image


ბრიტანეთის მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, სამეფო ოჯახში დაბადებულ ქალს, ისეთივე პრიორიტეტები აქვს, როგორც მამაკაცს. შესაბამისად, ჩარლზის, უილიამსისა და ჯორჯის შემდეგ, ახალშობილი პრინცესა ტახტის მეოთხე მემკვიდრე იქნება.


image


როგორც სჩანს სამეფო ოჯახის უხუცესობას “დიანებთან" დაკავშირებული სკანდალები, კარგა ხანს არ მოასვენებს! პატარა დიანას დაბადებას, დიდი დიანას დიდი საიდუმლოს გაჟღერება მოჰყვა!


მაშინ როდესაც ბრიტანეთი პრინცესას დაბადებას აღნიშნავს, დასავლური პრესა სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.


გამოცემა Globe-ი წყაროზე დაყრდნობით და გავრცელებული ინფორმაციით, პრინცი უილიამსი პრინცესა დაიანას პირველი შვილი არ არის და მას „საიდუმლო და“ ჰყავს - 33 წლის სარა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.


image


სტატიის მიხედვით, როდესაც 19 წლის დაიანა სპენსერისა და პრინც ჩარლზის ურთიერთობა საჯარო გახდა, დედოფალმა ელიზაბეტმა წყვილის გინეკოლოგიური შემოწმება გადაწყვიტა, რათა დაედგინა, რომ დაიანს მემკვიდრის გაჩენა შეეძლო.


კლკინიკაში, სადაც მათი შემოწმება მოხდა, წყვილის სასქესო უჯრედების შერწყმა - ხელოვნური განაყოფიერება მოახდინეს, რის შედეგადაც დამტკიცდა, წყვილს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და მათ შთამომავლობის ყოლა უპრობლემოდ შეეძლოთ.


რეზულტატის მიღების შემდეგ, დედოფალმა ხელოვნური გზით მიღებული ემბრიონის განადგურება ბრძანა, მაგრამ ბრძანება არ შესრულდა. მეტიც, ერთერთმა ექიმმა ემბრიონი საკუთარ ცოლს გადაუნერგა და ქალიც პრიცესა დაიანასა და პრინც ჩარლზის ბიოლოგიური შვილის სუროგატი დედა გახდა. 9 თვის შემდეგ კი გოგონა გაჩნდა.


image


იმ დროს ჩარლზი და დაიანა უკვე დაქორწინებულნი იყვნენ.


image


სარა ამერიკაში იზრდებოდა. 20 წლის ასაკში მისი მშობლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. უცნობია როგორ, მაგრამ სწორედ მაშინ გაიგო მისი ემბრიონის ისტორია. მისი მტკიცებით, გადაწყვიტა გამოეკვლია, თუ ვინ იყო სინამდვილეში. როდესაც ძიება დაიწყო სატელეფონო ზარით ბევრჯერ დაემუქრნენ, რომ წარსულში ქექვისთვის თავი დაენებებინა.


როგორც აღმოჩნდა, მას საოცრად ამსგავსებედნენ პრინცესა დაიანას.


image


სტატიის თანახმად, დაიანას საიდუმლო ქალიშვის ჰერცოგინია ქეით მიდლტონიც შეხვდა. გამოცემა წერს, რომ როდესაც პრინცმა უილიამსა სარას შესახებ შეიტყო, სწორედ ქეითს დაავალა ამ ისტორიის ნამდვილობის გარკვევა. წყვილი ამერიკაში გაემგზავრა.


image


გავრცელებული ინფორმაციით, ქეითი და სარა ერთმანეთს დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.


imageimage

















„შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქეითმა უილიამსს უთხრა, რომ გოგონა დედამისის ასლი იყო და სავსებით შესაძლებელი, რომ სარა უილიამსის დაა“ - აცხადებს წყარო.






ფაქტია რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე, დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი! ვნახოთ მოჰყვება თუ არა ამ ამბავს გაგრძელება და “დიდი აურზაური სალხინეთში".




0
1138
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
1138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0