საზოგადოება პატრიარქის ახალი ინიციატივა! 2013, 8 ივნისი, 17:05 ![]() ბიბლია წიგნთა წიგნია! ასე მიმართა ილია მეორემ საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში კლუბ "წიგნის მეგობრების" პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას. პატრიარქმა წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თანამედროვე მწერლებს სთხოვა რომ განსაკუთრებული ყურადღებით იმუშავონ ზღაპრის და არაკის ჟანრზე, სადაც სიკეთე ყოველთვის გაიმარჯვებს ბოროტებაზე... რათა ადამიანის სულიერება და სიკეთის ზეობა, პატარა ასაკიდან შეითვისონ მოზარდებმა! "მსურს ოჯახებში ლიტერატურული საღამოები მოეწყოს, რომლის დროსაც რამოდენიმე ოჯახი ერთად შეიკრიბება და მიირთმევს ჩაის, წიგნის კითხვა ადამიანს მოაზოვნეს ხდის, ეს კი ეხმარება მას ცხოვრებისეული პრობლემების დაძლევაში"__ ბრძანა პატრიარქმა! ![]() უნებურად ნიკალა და მისი დიდი ოცნება გამახსენდა:დალოცვილებო ვიყიდოთ ერთი დიდი "სტოლი" სამოვარი, ვსვათ ჩაის და.... ხელოვნებაზე საუბარი კი დიდი ხანია ჩვენში, სერიალების პერსონაჟთა გულშემატკივრობამ ჩაანაცვლა! (სამწუხაროდ!) იმედია პატრიარქის მოწოდებას ერი ყურად იღებს! და არა მხოლოდ შაბათ დღეს წაიკითხავს წიგნებს! პირადად მეც, ძალიან მომწონს სალონური ტიპის ურთიერთობები, შეხვედრები, საუბრები, ლოტის თამაში... რაღაც საოცარი ხიბლი და რომანტიკა, დამეთანხმებით, არის ამაში! ![]() ![]() ![]() მანანა ორბელიანის ლიტერატურული სალონი.მე19 საუკუნე ![]() ნ.ბარათაშვილის პოეზიის საღამო. ![]() მეოცე საუკუნემ ეს ურთიერთობები მძევლად დაიტოვა... დროსა და სივრცეში აღგვილი რონამტიზმი დღეს უცხო ხილია! სულმა კი მონატრება___ მესიჯად გამოგზავნა.. 109 13-ს მოსწონს
|