x
image
ირინა ნადაშვილი
ია ფარულავას და ანუკი არეშიძეს დაპირისპირება - "გაბაასების ფორმატში"! (+ ფოტოები)
„შვილო, ქართულად ილაპარაკე თუ რუსული არ იცი. შემრცხვა... ან თარჯიმანი დაიქირავე, ნახევარი „ტუფლის" ფულიც არ დაგიჯდება." ეს რჩევა და კომენტარი ია ფარულავას ეკუთვნის, ადრესატი კი ანუკი არეშიძეა!

image
საქმე იმაშია რომ ამ რამოდენიმე თვის წინ, ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა, ანუკი არეშიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. მაშინ მინისტრის მეუღლის რუსული, დიდი ხანი, განხილვის საგნად იქცა თბილისში. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ არეშიძემ რუსული ენა არ იცის, მაგრამ ამის მიუხედავად, ჟურნალისტთან თარჯიმანის გარეშე საუბრობს!



ია ფარულავას კრიტიკა, კრიტიკის ობიექტს უპასუხოდ არ დაუტოვებია...



"ფეისბუკ გაბაასება" ახლა ძალიან მოდურია და ანუკი არეშიძემაც ფარულავას პასუხად, ეს "უსტარი დაუპოსტა":


image


"ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ მალე როდესაც საზოგადოება ჩემს პირველ და დამოუკიდებელ კოლექციას იხილავს, ძალიან კმაყოფილი და მოხიბლული იყოს.... მილიარდი საქმე მაქვს კიევში, თბილისში და თქვენ კიდევ ია ფარულავაო... გაუმარჯოს ღმერთმა და სიკეთე მისცეს, სიკეთე!"


როგორც ჩანს, ფარულავამ ისეთი დაუვიწყარი შოკი მიიღო, არეშიძის რუსულისგან, რომ მას შემდეგ რუსულის გაგონებაზე, სულ მინისტრის მეუღლე ახსენდება.


და არა მხოლოდ ის...


მსახიობი, მედვედევთან ინტერვიუს შემდეგ, დღეს უკვე ჟურნალისტ ნინო შუბლაძესაც ურჩევს, რუსული ენის შესწავლას:


image


„მოკლედ, რუსული ენა ასწავლეთ ბავშვებს. თქვენც კარგად გაიხსენეთ, მეც აღვიდგენ. (ინგლისურის ფონზე დამავიწყდა ცოტა). ანუკი არეშიძეც დაიქირავებს კარგ მასწავლებელს... დაგვჭირდება" - წერს ია ფარულავა ფეისბუკის გვერდზე.


p.s. ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო ქალბატონ ფარულავას, დროა უკვე გადმოვიღოთ თაროდან, მივიწყებული და დამტვერილი "სლავა საჩიტანიე" და რუსული, ქართულად მაინც ვისწავლოთ ...


– ტი ტოლკა კუშატ ლუბიშ და?!



– ა კტო ონ ტაკოი, ეტა პაწერპევშიიი?


image

ცნობილი კადრი ახლო წარსულიდან. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ ქარელი, რუსულად "ჩხუბობს":


image





– დავაი ტანკ ნაზატ!








ბოლოს და ბოლოს;


image





"ბიჭო, რუსულის სწავლას რა უნდა, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობს"!










თანაც რა იცით ბიჭებო, როდის დაგჭირდეთ რუსულის ენის ცოდნა?!


image

28
2519
22-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
2519
  
2013, 15 აგვისტო, 12:10
მადლობა სითბოსთვის დ ა სიყვარულისთვის..:)))
2013, 15 აგვისტო, 11:56
მომწონს განზოგადება თემის, რომელიც მრავალმხრივია და უფრო საინტერესოს ხდის სტატიას.ჩართვები კი ყველაზე საინტერესო.ასეთი აქ არ მინახავს:D
2013, 15 აგვისტო, 11:51
რაც ბევრჯერ მით უკეთესი :))))))))))))) მე ვერ ვანსხვავებ ჩემი ნაწერებისგან ამ სტატიას მაინცდამაინც და არ ვიცი ასე ძალიან რატომ მოგეწონა.. საერთოდ ეს თვისება აქვს ხოლმე ჩემს ნაწერებს –– რაც უფრო ბევრჯერ კითხულობ უფრო და უფრო მოგწონს და სათქმელს მიხვდები...
2013, 14 აგვისტო, 14:57
რამდენჯერ ვნახო ეს სტატია ისე მომწონს ირინა.
2013, 12 აგვისტო, 13:53
რა რუსული ისწავლე ესეთი ფარულავა,სხვას ხმა რომ ვერ ამოუღია შენი "შიშით" ...გარყვნილების პიკშია ეს ქალი,ამის აზრი საერთოდ როგორ შეიძლება გაინტერესებდეს ადამიანს...არვიცი რუსული ,აი აზრზე არ ვარ ამ უცხოენის და საერთოდ ზოგადად ცუდ ურთიერთობაში ვარ უცხოენებთან,მინდა რომ ვიცოდე და ალბათ ვისწავლი კიდეც ,არვიცი მაგრამ ნამდვილად არ მგონია ესეთი მნიშვნელოვანი იყოს,ქართველმა ქალმა ქართული რომარიცოდეს აი ის უნდა აღნიშნო,აი დარწმუნეული ვარ ფარულავა იქნება ესეთი,თორე რუსულის არცოდნა ეს ვერაფერი ტრაგედიაა
2013, 12 აგვისტო, 9:42
ია მაგარი ხარ.სიმართლეს ამბობ...კალაძის კნეინამ რუსული კი არა ქართული უნდა ისწავლოს გამართულად.
2013, 9 აგვისტო, 12:29
ra gaborotebuli es parulava ra etaka. vis rogorc uxaria ise saubrobs. memgoni anukit milionebi shurs.(tan tuplze gaaketa aqcenti)eg xo tansacmlis xamia. tan padisganac moaklda pulebio da gauchirda albat
))))))))))))))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10