საზოგადოება ქართველი მგზავრი "ტიტანიკზე" 2013, 11 აპრილი, 23:21 საუკუნის წინ, ჯერ კიდევ დღევანდელ დღეს "ტიტანიკი" მთელი თავისი გრაციოზულობითა და პომპეზურობით, ამაყად მიაპობდა "ტალღებს მეფურად" ___ უბედურ შემთხვევამდე... 1912 წლის 10 აპრილს, საუნდჰემპტონის პორტიდან, ყველა დროის, ყველაზე დიდი სამგზავრო ლაინერი, ყველაზე სწრაფი სვლით, ატლანტის ოკეანის გადასასერად დაიძრა! მალე "ღირსება" გემს "ნაკლად" ექცა.. კატასრტროფის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ მისი სწრაფი სვლა სახელდება... "ტიტანიკის" 2 223 მგზავრს შორის, თურმე ერთი, საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა.. სხვათაშორის ყოველთვის მიკვირდა, ამ ამბავში რომ არ ვფიგურირებდით საქართველო ან ქართველები, რაიმე ფორმით და აი ისიც! გასული საუკუნის დასაწყისში კომუნისტებთან იდეოლოგიურმა მეგობრობამ და "დავალებამ" ლუდვიგ როპიაკი, პოლონეთიდან საქართველოში ჩამოიყვანა! ხელნაკეთ მაგიდაში დამალული სასტამბო შრიფტი, იმჟამინდელ მიწისქვეშა პრესას გადასცა, პროკლამაციების საბეჭდად და მალევე ხომერიკებშიც ჩასიძევდა... საქართველოს გენოფონდს, 5 შთამომავალიც აჩუქა რომლებიც დღესაც საქრთველოში ცხოვრობენ.. ქალბატონი ცირა ჩიქოვანი ლუდვიგ როპიაკის შვილთაშვილი. და ასე 7-8 წლის შემდეგ, აქტიური და ნოვატორი, პროფესიით დურგალი ლუდვიგი ___ევროპაში წავიდა უკეთეში მომავლის და რა თქმა უნდა, ცოლშვილის, ევროპაში მალე წაყვანის პერსპექტივით... ოჯახში მიღებული, ბოლო მონაწერი წერილი, საუნდჰეპტონიდან, 1912 წლის აპრილით თარიღდება!.. გახარებული და ბედნიერი ლუდვიგი, თურმე გემზე სამუშაოდ მოწყობილა __ დურგლად! წინ კი ამერიკააა! ოცნებათა ოცნება! ბედნიერი ცხოვრების დასაბამი__ ყველა დროში.. თუმც, სამწუხაროდ ___ ყველასთვის არა! 207 19-ს მოსწონს 2-ს არა
|