საზოგადოება რა იმალება "იმედის დილის" სკანდალის უკან?! რატომ აიძულა ნატა გულიაშვილმა თაკო ჩორგოლაშვილს სტუდიის დატოვება? 2015, 4 მაისი, 22:20
როგორც ჟურნალისტები ირწმუნებიან, ეს ყველაფერი პატრა პროვოკაცია გახლდათ. თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, ამას უკვე მომდევნო პარასკევს "იმედის დილაში" იხილავთო. "ყველა ჩემი მეგობრის, ჟურნალისტის და უბრალოდ ცნიბისმოყვარე ადამიანის გასაგონად ვამბობ ... პარასკევს იმედის დილაში მომხდარი კომფლიქტი წინასწარ დადგმული იყოოო...რატოოო? უყურეთ იმედის დილას პარასკევს და გაიგებთ.."-წერს ნატა გულიაშვილი და იქვე დასძენს: "დღემდე არ დამთავრდა, ჩემთან რეკვები და პირადში თუ იმედის საიტზე ჩემი ლანძღვა. ალბათ მართლა კარგად ვითამაშეთ". ამ ყველაფერს ადასტურებს თაკო ჩორგოლაშვილი: "დადგმული იყო ინციდენტი. დანარჩენზე შემდგომ პარასკევს ვისაუბრებთ და ძალიან გთხოვთ შეურაცხმყოფელი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ". პროვოკაციები რეიტინგის მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად ტელევიზიებს საყვარელი ხრიკია. თუმცა ასეთი გზებით მოპოვებული რეიტინგი არც ისე მყარია. 2355 3-ს მოსწონს
|