მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ნომერი, რაფაელ ნადალი ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ მადრიდის რეზიდენციაში მიიღო და “დამსახურებული შრომისთვის” მედლით დააჯილდოვა. ესპანეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოქალაქო ჯილდოა.
“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ დიდ ჯილდოს დავიმსახურებდი. ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრით. ყოველთვის ვცდილობდი ყველაფერი საუკეთესოდ გამეკეთებინა და ვფიქრობ, ესაა ჩემი წარმატების გასაღები”- განაცახა რაფაელ ნადალმა.
რაფაელ ნადალს კარიერაში დიდი სლემის 14 ტურნირი აქვს მოგებული. აქედან 9-ჯერ “როლან გაროსი”. რაფაელი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულია, სულ კი ესპანელს კარიერაში ATP-ის 65 ტიტული აქვს მოპოვებული.
ლაშა ქოიავა
www.worldsport.ge