x
image
მანჩო 777
ირლანდიის ქვის კედლების საიდუმლო
მას, ვისაც ირლანდიაში უმოგზაურია, აუცილებლად ეცემოდა თვალში ათასობით მილი ქვის კედლებისა, რომლებითაც დახლართულია ქვეყნის სასოფლო - სამეურნეო სავარგულები. ეს კედლები დაქსაქსული და გაბნეულია მთელ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით. ნაგებობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის აბსოლუტურად ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს; აი, ტურისტებში კი უამრავ კითხვას ბადებს. ამ პოსტში შევეცდები გაგარკვიოთ, თუ საიდან გაჩნდა ქვეყანაში ეს უცნაური კედლები.


image
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის პეიზაჟი ძირითადად მწვანეა, ამ ხავერდოვანი სიმწვანის ქვეშ ადვილად შეიძლება ვიპოვოთ მყარი კირქვის ლურჯი ფენა. ეს ცნობილი ლურჯი კირქვა ირლანდიის ყველა კუთხე - კუნჭულში შეიძლება აღმოვაჩინოთ.


image


ირლანდია-ძირითადად კლდოვანი კუნძულია, რომელიც შედგება 370 მილიონი წლის წინათ წარმოქმნილი ქვანახშირის პერიოდის კირქვისაგან. იმ პერიოდისათვის კუნძული წარმოადგენდა ეკვატორთან ახლოს მდებარე ორი კონტინეტის მასივს შუა არსებული პატარა ზღვის ნაწილს. კონტინენტების გადაადგილების შედეგად ამ ზღვის ფსკერის გარკვეული ნაწილი წყლის დონიდან მაღლა ამოიწია, ხოლო მრავალი მილიონი წლის განმავლობაში კლდეები ნელ-ნელა დაიფარა გრუნტით.



image


სწორედ ეს კირქვა გახდა ირლანდიის მოსახლეობისათვის ძირითადი სამშენებლო მასალა. დაწყებული ქვის ხანის სამარხებიდან შუა საუკუნეებში აშენებული ციხე-სიმაგრეებითა და მონასტრებით დასრულებული, ამ ქვებს ყველგან შეხვდებით. აი, სწორედ აქ იმალება ქვის კედლების საიდუმლოც. მიწათმოქმედებისათვის საჭირო იყო მიწის გასუფთავება ქვებისაგან. მათ ვერსად ვერ გადაყრიდნენ, რადგან მთელი ტერიტორია სავსე იყო ამ ქვებით, ამიტომ ფერმერებმა უბრალოდ გადაწყვიტეს თავიანთი ნაკვეთების ერთმანეთისაგან გამოსაყოფად ქვის კედლები აეშენებინათ.


image


ლოდებს უბრალოდ ალაგებდნენ ერთმანეთზე, ყოველგვარი ცემენტისა და სხვა რაიმე ხსნარის გარეშე. რადგან კედლები საკმაოდ დაბალი იყო, მათი მშენებლობა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. კედლები ასევე მოსახერხებელი იყო შინაური საქონლის დასამწყვდევად, რაც აადვილებდა მათ მწყემსვას.


image


ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ირლანდიაში, სადაც განსაკუთრებით ბევრია ასეთი კედელი - ესაა არანი. ის შედგება სამი კუნძულისაგან, რომლებიც ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე, ჰოლუეის ვიწრო ყურეში მდებარეობენ. მათგან ყველაზე დიდია კუნძული ინიშმორი, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, ატლანტიდის სანაპიროზე მდებარე უკაცრიელ, მწირ კლდოვან ადგილს წარმოადგენდა. ამ კუნძულის მცხოვრებლებმა ათასეულობით წლების განმავლობაში შეძლეს და სიცოცხლე შექმნეს იქ, სადაც ადრე ის შეუძლებელი იყო. აქ ცნობილი კედლები ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდება. ისინი აგრეთვე იცავენ ნიადაგის თხელ ფენას ქარის მიერ გამოშრობისაგან, რომელიც საკმაოდ ხშირად ქრის ამ მხარეში.


imageimageimageimageimage




0
102
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0