x
image
K.P.
როგორ შეცვალა პატარა ნინამ ვასო ფხაკაძისა და ულამაზესი მოდელის ცხოვრება? (+ფოტოები)

image
პოპულარული ქართველ
შოუმენი და მსახიობი ვასო ფხაკაძე ერთ-ორ წელიწადშიორმოცს მიუკაკუნებს. უკვე წლებია ტელეეკრანებზე ვხედავთ და ბევრისათვის სასურველ სასიძოდაც მოიაზრებოდა. გასულ წელს შოუმენმა იქორწინა.რამდენიმე წლის წინ ვასო ამტკიცებდა სახლი უკვე ავიშენე და ახლა ცოლის მოყვანაზე უნდა ვიმუშაოო, აასრულა კიდეც. "თუ სიმპათიაზე ვილაპარაკებთ, არ მიყვარს ისეთი გოგონები, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად არიან კარგები და ასეთებს თურქულ კანფეტებს ვეძახი. ლამაზად არიან შეფუთულები და შიგნიდან არ მოგეწონება. როგორიც მინდა, ისეთი ჯერ ვერ ვიპოვე. ისიც არ მესმის, რომ ამბობენ, გიწევს ცოლის მოყვანა, უკვე დროაო. გიწევს რა, პურის რიგი ხომ არ არის? თუ გოგონა არ შეგიყვარდა და ურთიერთობა არ აგეწყო, რატომ უნდა მოიყვანო ცოლად?"-ამტკიცებდა ცოტა ხნის წინ ვასო.image

გასულ ზაფხულს ვასომ ულამაზეს მოდელზე, ლიკუნა მეტრეველზე იქორწინა. ვასოს მეუღლე პოპულარული მოდელი, ვიცე მის საქართველო 2012-ის სტატუსის მფლობელი და იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. გოგონა ჯერ მხოლოდ 22 წლისაა.წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 16 წელია. ვასო მხიარული ადამიანია და როგორც ჩანს, მისი ხასიათი ასაკობრივ სხვაობას შესამჩნევს არ ხდის. "ვასო მავსებს მე, ისევე, როგორც მე ვავსებ მას. ყოველთვის ბედნიერი ვარ ვასოს გვერდით და ამან განაპირობა ის, რომ არჩევანი მასზე გავაკეთე"-ამტკიცებს ლიკუნა. წყვილი მოუთმენლად ელოდა ქალიშვილის დაბადებას. რამდენიმე კვირის წინ ნინა ფხაკაძე დაიბადა. პატარა უკვე მონათლეს და ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.image

პატარა ნინა დედას ჰგავს, მასავით გრძელი ფეხები აქვს, ულამაზესი ცისფერი თვალები კი ბაბუისგან, ვასოს მამისაგან გამოჰყვა. დღისით დამხმარე ჰყავთ, ღამით კი პატარას ბებია უვლის. ახალგაზრდა დედა აქტიურადაა ჩართული ნინას აღზრდის სკითხში. დედობამ ძალიან შეცვალა, ლექციაზე ჯდომისას ფიქრებით ქალიშვილთან არის და მის ფოტოებს ათვალიერებს. მამობა ვასოსაც დაეტყო, ადრე გული გასართობად მიუწევდა, ახლა კი სახლში მირბის, რათა დრო ქალიშვილთან გაატაროს. ლიკუნას მტკიცებით, დედობა შასანიშნავი გრძნობაა და სულ მალე ვაჟის გაჩენასაც აპირებს, არ მინდა ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა იყოს და ერთ წელიწადში ამაზე ფიქრსაც დავიწყებო. ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომვალი.

imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
895
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
895
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0