შოუბიზნესი ცნობილი ადამიანები რომლებიც სიღატაკეში გაიზარდნენ 2015, 2 მაისი, 9:38 იშვიათი არაა, როდესაც სიღატაკეში გაზრდილი ადამიანი შემდგომ უმაღლეს მწვერვალზე ადის და ხდება წარმატებული და ცნობილი.მეტიც, ზოგიერთი ზღაპრულ ქონებას აგროვებს.ასე რომ საკმარისად არიან ცნობილი ვარსკვლავები, რომლებსაც გამოცდილი აქვთ უკიდურესი გაჭირვება და სიდუხჭირე.
ქვემოთ გაეცნობით ზოგიერთ მათგანს.
1-ლეიტონ მისტერი-მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელი.ქონება 5 მილიონი$-დაიბადა ციხეში, ციხის საავადმყოფოში სამთვიანი ყოფნის შემდგომ დედა ციხეში დააბრუნეს, ხოლო ლეიტონს ბებია ზრდიდა იქმდე, სანამ დედა არ გამოუშვეს ციხიდან. მიუხედავად ამისა, იგი მაინც თბილად იგონებს ბავშვობის წლებს. 2-სარა ჯესიკა პარკერი, მსახიობი, ქონება 90 მლნ.$-იზრდებოდა 8 სულიან ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი მუშაობდა და ოჯახი სახელმწიფო შემწეობასაც იღებდა, მაინც უკიდურესად სიღატაკეში ცხოვრობდნენ.ხშირად სახლში ელექტრობაც არ ჰქონდათ გადაუხდელობის გამო. 3-ჯიმ კერი-მსახიობი და სცენარისტი, ქონება 150 მილიონი$.როდესაც მამამისმა სამუშაო დაკარგა კერის ოჯახს მძიმე პერიოდი დაუდგა.ოჯახი 15 წელი ფურგონში ცხოვრობდა, ხოლო ჯიმი იძულებული იყო სწავლისთვის თავი მიენებებინა და დამლაგებლად დაეწყო მუშაობა. 4-დემი მური, მსახიობი-ქონება 150 მლ.$-მსახიობს საერთოდ არ უყვარს მძიმე ბავშვობის წლების გახსენება, მამამ მაშინ მიატოვა, როდესაც დედა მასზე ფეხმძიმედ იყო, მამინაცვალი ვერაფრით შოულობდა სამუშაოს, ხოლო დედა ქრონიკული ნარკომანი იყო. 5-ემინემი, რეპერი, ქონება 160მლნ.$-ემინემი უმამოდ გაიზარდა დეტროიტის ერთ-ერთ ყველაზე ღატაკ უბანში.მიუხედავად ამისა, მან შესძლო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი გამხდარიყო რეპის ისტროიაში. 6-ლეონარდო დიკაპრიო, მსახიობი, ქონება 220 მლნ.$-ლოს-ანჯელესის ღარიბ უბანში მცხოვრებ მსახიობის დედა ერთბაშად რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ ოჯახი გამოეკვება. 7-სტივენ კინგი-, მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი.ქონება 400 მლნ$.მარტოხელა დედა ორ შვილს ზრდიდა, ცხოვრობდნენ საკმაოდ ღარიბულად, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მას შემდეგ, როდესაც დედამისს მოუწია სამსახურის დატოვება იმის გამო, რომ ავადმყოფი მშობლებისთვის მოერა. 8-ჯეი ზი-რეპერი, ქონება 550 მლნ$-ჯეი ზი ბავშვობიდან ბრუკლინის ღატაკ რაიონში იზრდებოდა და ქუჩაში ნარკოტიკებით ვაჭრობდა. 9-სელინ დიონი, მომღერალი, ქონება 800 მლნ.$-ოჯახში 14 ბავშვი იზრდებოდა და მათგან სელინი ყველაზე უმცროსი იყო.ოჯახი მუდმივად ფინანსურ უკმარისობას განიცდიდა, თუმცა მშობლებს რაც შეეძლოთ შვილებს სითბოს და ყურადღებას არ აკლებდნენ. 10-ოპრა უინფი, ქონება 2.9 მლნ$-ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი.ოპრას ბავშვობა არა მარტო სიღატაკესთან, არამედ ძალადობასთანც ასოცირდება.ამიტომ გოგონა იძულებული იყო სხვადასხვა ნათესავებს შეკედლებოდა.მას იმდენად უჭირდა, რომ იძულებული იყო კარტოფილის ტომარისგან შეკერილ კაბაში ევლო. 1116 4-ს მოსწონს
|