x
image
მანჩო 777
ოთხი თვის ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენა ნეპალში
როგორც უკვე იცით, 25 აპრილს ნეპალში საშინელი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც ნგრევა და დიდძალი მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მაგრამ სასწაულებრივი გადარჩენის ისტორია ოთხი თვის ბავშვისა, რომელმაც ნანგრევებში მთელი 22 საათი გაატარა, იმედით აღავსებს იმ ადამიანების ახლობლებსა და ნათესავებს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილნი და დღემდე ეძებენ.


image


გვიან ღამემდე ეძებდნენ მაშველები მიწასთან გასწორებული სახლის ნანგრევებში პატარა სონიტას. ბიჭუნას მამას შვილის პოვნის ყოველგვარი იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა.


image



როცა მაშველები უკვე წასვლას აპირებდნენ, მამამ ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა და სამძებრო სამუშოები კვალავ განახლდა.


image


ნანგრევებში მათ პატარა ხელი დაინახეს და კიდევ უფრო დააჩქარეს გამწმენდი სამუშაოები. ბოლოსდაბოლოს მაშველებმა მიაკვლიეს სონიტას. გასაოცარი იყო ის, რომ პატარას სერიოზული დაზიანება და მოტეხილობები არ აღენიშნებოდა, ის მხოლოდ დასუსტებული იყო შიმშილისაგან.


image


ბავშვი მედიკოსებს გადაეცა გასასინჯად და დაკვირვებისათვის. ის ნორმალურად გრძნობს თავს და მალე დაუბრუნდება თავის მშობლებს.


image

0
44
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0