საზოგადოება თინა მახარაძის "გაუსაძლისად სიმპათიური" შეყვარებული. 2015, 27 აპრილი, 18:23 სკანდალური გამონათქვამებით ცნობილი მსახიობი და წამყვანი თინა მახარაძე შეყვარებულია. მისი ახალი შეყვარებული ძალიან სიმპათიური, დიმუ მენაბდეა. დიმუ მენაბდეს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. იგი ადრე მუშაობდა Canudos Ethnic Bar-ში, ახლა დიმუ მუშაობს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში, ფორმულა კრეატივში. მათ ერთმანეთი ცნობილი ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების " გადაღებისას გაიცნეს. თინას რამდენიმე წლიანი სასიყვარულო რომანი ჰქონდა რეალითი შოუს "ამტანის" მონაწილესთან, გიორგი სამხარაძესთან. მაგრამ წყვილი დაშორდა ერთმანეთს. მისი ახალი შეყვარებულით თინას მეგობრები აღფრთოვანებულნი არიან და სოციალურ ქსელზე თამამად აცხადებენ ამას. კომენტარებში ყველა უწერს, რომ ძალიან კარგი და სიმპატიური ბიჭია დიმუ. ერთ-ერთმა მეგობარმა კი ასეთი კომენტარი დაწერა: "თიიი მართლაც, რომ გაუსაძლისად სიმპათიურია ეს შენი დიმუ!" თინამ ახალი ფოტოები ატვირთა "ფეისბუქზე" თავის შეყვარებულთან და დისშვილთან ერთად წარწერით: "ეგეთ ოჯახად წარმოდგენილები" და "გაუსაძლისები": 3389 5-ს მოსწონს
|