კულტურა ჩინეთში აიკრძალა დაკრძალვის დროს სტრიპტიზის ცეკვა(ვიდეო) 2015, 26 აპრილი, 22:50 ჩინეთის კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა აკრძალოს ეროტიკული ცეკვები დაკრძალვის ცერემონიალზე.
ჩინელი მოქალაქეები დაკრძალვის დროს სპეციალურად იწვევენ სტრიპტიზის მოცეკვავეებს სტუმრების მოსაზიდად.ტრადიციის მიხედვით ითვლება, რომ რაც უფრო მეტი ადამაინი მოვა დაკრძალვაზე, მით უფრო კარგი იქნება მიცვალებულის საიქიო ცხოვრება.
ხელისუფლებამ მას შემდეგ გადაწყვიტა ცეკვების აკრძალვა, როდესაც ინტერნეტში დაიდო ფოტოები ხებეის პროვინციაში გამართული დაკრძალვის ცერემონიისა, სადაც სტრიპტიზიორები ცეკვავენ. პოლიციამ შემოწმების შემდეგ სტრიპტიზის მომწყობის ორგანიზატორს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა, ამასთანავე ჯარიმა 70 ათასი იუანის ოდენობით.(დაახლოებით 11, 3 აშშ დოლარი) როგორც ცნობილი გახდა მსგავსი პრაქტიკა დანერგილი ყოფილა თურმე ტაივანშიც.მაგალითად 2015 წლის აპრილის შუა რიცხვებში ტაივანელმა ქალბატონმა გვარად ცზიანმა ქმრის დაკრძალვაზე ორი სტრიპტიზის მოცეკვავე მოიწვია, როგორც თვითონ ქალბატონმა განაცხადა, სურდა რომ მისი ქმრის უკანასკნელი გზა განსაკუთრებულად დაუვიწყებელი ყოფილიყო. საერთოდ მსგავსი პრაქტიკა პირველად ცნობილი გახდა 2006 წელს, როდესაც დააკავეს 5 ბიზნესმენი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დაკრძალვებს სტრიპტიზის მოცეკვავეების მომსახურეობით. 92 7-ს მოსწონს
|