საზოგადოება ყველაზე არაორდინალური ქართველი წყვილი. ნუკა კვალიაშვილის ახალი გატაცება. 2015, 25 აპრილი, 10:56 ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის ერთადერთი ქალიშვილია. ნუკა საზოგადოებამ მუსიკალური სატელევიზიო პროექტის, "საქართველოს ვარსკვლავის" მეშვეობით გაიცნო. მან მალე დაამახსოვრა ხალხს თავი თავისი განსხვავებული იმიჯით და ძლიერი ხმით. პროექტის განმავლობაში ნუკას გვალიას გვარით იცნობდნენ, მაგრამ შემდეგ იმის გამო რომ მამასთან არ აქვს არანაირი ურთიერთობა, ცნობილი დედის გვარზე დაეწერა. ნუკა პროექტის ფინალისტი იყო, მაგრამ საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტში, "ერთი ერთში" მიიღო მონაწილეობა. ნუკა კვალიაშვილი გათხოვილია, ჰყავს მეუღლე ნიკუშა კობახიძე, წლისა და 2 თვის პატარა ლუკა და მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ. წყვილმა ინტერნეტის საშუალებით გაიცნო ერთმანეთი. ქართულ სივრცეში შეიძლება ითქვას, რომ მათი წყვილი ყველაზე არაორდინალურია. ცოლსაც და ქმარსაც უყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება. ნუკის მეუღლე ახლა ლამბერსექსუალის იმიჯით არის. 23 წლის ნუკა რომ ხშირად იცვლის იმიჯს და ყოველთვის ცდილობს დაარღვიოს ქართული სტერეოტიპები გარეგნობასთან დაკავშირებით, ეს უკვე ყველასთვის კარგად არის ცნობილი. იგი ხშირად იცვლის თმის ფერს და ვარცხნილობას, აქვს ტატუები და პირსინგები სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. გთავაზობთ ფოტოებს მისი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან: ნუკა კვალიაშვილი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელზე. მისი ცინიკური სტატუსები საზოგადების მიმართ ხშირად ინტერნეტ მედიის ყურადღებას იპყრობს. ახლა მას ახალი გატაცება აქვს. ნუკა თიხისგან ქალის ფიგურის გამოძერწვას ცდილობს და მგონი გამოსდის კიდეც: "არასოდეს არაფერი არ გამომიძერწავს ჩემს ცხოვრებაში, მითუმეტეს თიხით. ღრმა პატარაობაში მხოლოდ პლასტელინით ვერთობოდი როგორც ყველა ბავშვი, ზედმეტად ნუ გამაკრიტიკებთ მუშაობის პროცესია, თან აზრზე არ ვარ, რას ან როგორ ვაკეთებ..." მისმა ახალმა გატაცებამ დიდი მოწონება გამოიწვია მის ფეისბუქელ მეგობრებს შორის: 1849 5-ს მოსწონს
|