x
image
K.P.
ვინ არის და რას საქმიანობს ბექა ხოფერიას საცოლე, ინა ოსიპოვა (+ფოტოები)

image
თიკა ჯამბურია ბავშვობიდან სცენაზე დგას და შესაბამისად ერთ-ერთი პოპულარული მომღერალია ქართულ შოუბიზნესში. გოგონა ადრეულ ასაკში დაქორწინდა ბავშვობის სიყვარულზე, ბექა ხოფერიაზე. ქორწინებამ დიდხანს ვერ გასტანა, მალევე დაშორდნენ.გავრცელებული ხმების თანახმად, მომღერალმა მეუღლეს ღალატი არ აპატია. წყვილს ერთი ქალიშვილი ნინა ჰყავს. თიკას მტკიცებით, ყოფილი მეუღლე შერიგებას სთხოვდა, მან კი უარით გაისტუმრა. მას შემდეგ ბექამ არაერთი შეყვარებული გამოიცვალა, თუმცა რომანები იმაზე ხანმოკლე გამოდგა ვიდრე ვინმე მოელოდა. მომღერალი ყოფილ ქმართან შერიგებას გამორიცხავდა, თუმცა ბოლო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ შერიგება გამორიცხული არ არის. "მე და ბექამ ყველანაირი სიყვარული გამოვცადეთ, ბიჭისა და გოგოს სიყვარული, და-ძმური, მეგობრული. ახლა ვხუმრობთ ხოლმე, ბოლოს მაინც ერთად ვიქნებითო"-აღნიშნავდა მომღერალი.

ბექა ხოფერია ამჟამად რუსეთში იმყოფება სასწავლებლად. მის პირად ცხოვრებაში სიახლეებია. ბექა შეყვარებულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავს. მისი რჩეული 24 წლის ინა ოსიპოვაა. გოგონა ნახევრად ქართველია, ნახევრად ასირიელი. განათლება მოსკოვში, შემდეგ კი იტალიაში მიიღო. გოგონა ამჟამად უმუშევარია. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ, თბილისში საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო. "ვიპოვე ის, ვისაც დიდი ხანია ვეძებ"-განაცხადა ბექამ.

მომღერლმა თიკა ჯამბურიამ ყოფილი ქმრის ბედნიერების შესახებ პრესის წყალობით გაიგო და აღნიშნა, რომ ბექა ამჟამად მოსკოვშია, რის გამოც იშვიათად ეკონტაქტება, ყოფილი მეუღლის დაქორწინების თაობაზე კი ჯერ არც არაფერი სმენია. ბოროტი ხმების მტკიცებით, თიკამ ეს ახალი ამბავი საკმაოდ რთულად მიიღო, დარდის გასაქარვებლად კი იმიჯიც შეიცვალა. საინტერესოა რამდენხანს გასტანს ბექას ახალი რომანი?

imageimageimageimageimageimage





0
1489
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0