x
image
ციცი
Mediator image
მოსკოვში მოღვაწე ქართველი პიანისტი კოტე თოლორდავას გარდაცვალების გამო გავრცელებულ ბინძურ ჭორებს სტატუსით ეხმიანება
image
ქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, შეძრულია იმ ცილისმწამებლური კომენტარებით, რაც მსახიბ კოტე თოლორდავას გარდაცვალებას მოყვა სოციალურ ქსელში. იგი ყველა იმ ქართველს, რომლებიც ასეთ საშინელ ბინძურ ჭორებს ავრცელებს, სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, სტატუსით მიმართავს:

"ყურადღება!!!!!!!!!!

ჩემი სტატუსი ეძღვნება იმ ცილისმწამებელ ხალხს, ვისაც გონიათ, რომ კოტე თოლორდავა არ იმყოფებოდა გადაღებებზე და სხვა მიზნით იყო ჩამოსული მოსკოვში!!!!!!!!!!!

იმდენად შემზარა თბილისიდან გავრცელებულმა ბინძურმა ჭორებმა, რომ არ შემეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით არ მეთქვა ჩემი სათქმელი, რადგან გუშინ ახლობლებთან ერთად შევხვდი ფილმის მთავარ პროდიუსერს ალექსეი კუბლიცკის, რომელიც უზომოდ შეწუხებულია მომხდართან დაკავშირებით და მთლიანად გადამღები ჯგუფიც... ის დიდი სიყვარულით და პატივისცემით იხსენიებდა ამ ადამიანს და აღნიშნა, რომ ბრწყინვალე ნამუშევარი იყო მის მიერ შესრულებული როლი და ის აუცილებლად დიდი ვარსკვლავი გახდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც!!!! მან თვალზე ცრემლმომდგარმა გვაჩვენა 10 აპრილს გადაღებული კადრები, რომელიც სამწუხაროდ უკანასკნელი აღმოჩნდა...


იმ დღის გადაღების შემდეგ, ღამის 2 საათზე, მიაცილეს იგი სასტუმროში, სადაც გამთენიისას მოხდა ეს ტრაგედია!!!!!

ამიხსენით, რის საფუძველზე და რა მიზნით თხზავთ ჩემო თანამემამულენო, სხვადასხვა სახის ისტორიებს, რომელიც სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის, ძალიან გთხოვთ ეცით პატივი მიცვალებულს, რომელსაც სამწუხაროდ, თურმე გაცილებით მეტ პატივს სცემენ ამ ქვეყანაში, ვიდრე საკუთარ სამშობლოში, რომლებიც ასე აბინძურებენ გარდაცვლილი ადამიანის სახელს...."

image

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა ფილმის გადაღებების გამო, იმყოფებოდა მოსკოვში და იგი 11 აპრილს, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობის ცხედარს დღეს ჩამოასვენებენ და დაკრძალავენ საბურთალოს სასაფლაოზე.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

1
847
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
847
  
2015, 17 აპრილი, 13:42
რის საფუძველზე და სომეხი ძმაკაცი რო ჰყოლია, რატო ჩემთან არ ჩამოვიდა, სულ ჩემთან რჩებოდა ხოლმეო...
0 1 1