საზოგადოება სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე შერიგდნენ? მსახიობი ცხოვრების 2 ყველაზე ლამაზი ქალის შესახებ 2015, 15 აპრილი, 19:16
"მოდი ვისაც როგორ უნდა, ისე გადაწყვიტოს. მე ამ ეტაპზე კომენტარს არ გავაკეთებ"-ამტკიცებდა გიორგი. სალომემ კი მაია ასათიანის გადაცემაში გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორება არ უარყო. "ამაზე არანაირი კითხვა, რა საერთოდ"-განაცხადა მოცეკვავემ. სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილის ერთობლივი გადაცემა "ცეკვის გაკვეთილები" დაიხურა. როგორც მაია ასათიანი ამტკიცებს, არხის დახურვა ტელეკომპანიის სურვილით არ მომხდარა. როგორც გაირკვა გიორგი ვარდოსანიძე ბინასაც ყიდდა, რომელიც სალომესთან ერთად კრედიტით იყიდა. ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი სახე მარი ბაბეტა ამტკიცებდა, რომ გიორგისთან მეგობრული, მაგრამ ამავე დროს თბილი მიმოწერა ჰქონდა. გავრცელებული ჭორების თანახმად სალომე ჭაჭუა საკუთარ მეწყვილეზე, მაქსიმ რიჟიკოვზე იყო შეყვარებული. ჭორი ჯერ მხოლოდ ჭორად რჩება. გიორგი ვარდოსანიძე კი მომღერალ მარიტა როხვაძეს ხვდებაო, რაც მსახიობმა უარყო. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სალომე ჭაჭუა და გიორგი ვარდოსანიძე შერიგდნენ. გიორგი ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე აქტიურად ავრცელებდა სალომეს მიერ ნაჩუქარი ძაღლის ფოტოებს. სულ ცოტ ხნის წინ კი გიორგიმ მორიგი ფოტო გაავრცელა, რომელზეც სალომე ლეკვთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს წარწერაც ერთვოდა: "ორი ყველაზე ლამაზი ქალი ჩემთვის". წყვილი შერიგდა, თუ ეს მხოლოდ შერიგების მცდელობაა ჯერ უცნობია. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი... 511 4-ს მოსწონს 2-ს არა
|