საზოგადოება კოტე თოლორდავას მეუღლე: - ხალხნო! მაცადეთ ქმრის დატირება! 2015, 13 აპრილი, 22:33 ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის მთელი ქვეყნის სალაპარაკო თემა მხოლოდ ერთია, მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი: - რუსული პრესა და სოციალური მედია წერს იმის შესახებ, რომ მსახიობის გარდაცვალების ადგილზე შპრიცი და ნარკოტიკული ფხვნილია ნაპოვნი, მსგავსი სახის რადიკალური მიზეზების გამოთქმისგან თავს იკავებენ და გულის გაჩერებას და მის გადაღლას ასახელებენ, თუმცა ოფიციალურ ექსპერტიზას პასუხი ჯერ არ დაუდია და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველამ იცოდა კოტეს ძველი მიდრეკილება ნარკოტიკების მიმართ, ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს (ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ის მსგავს აღიარებას გულწრფელად აკეთებს და წამალდამოკიდებულებაზე გადაჩვევას საკუთარ მეუღლეს განო მელითაურს უმადლოდა.
600 1-ს მოსწონს
|