საზოგადოება გია მაისაშვილს თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა 2015, 6 აპრილი, 12:42 ეკონომისტს, პოლიტოკოსს და საზოგადო მოღვაწეს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტიის“დამფუძნებელს გია მაისაშვილს თურქეთში თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ გია მაისაშვილი საკუთარ"ფეისბუქის" გვერდზე იუწყება და ვრცელი სტატუსით ეხმაურება გადატანილ შოკისმომგვრელ ამბავს: "ბევრი გულშემატკივარი მწერს ჩემი უცაბედი ავადმყოფობის გარემოების გამო. ამდენ ხანს არ მქონდა ენერგია თუნდაც მცირედის წერისა, ამ წუთასაც თითქმის მთელი ენერგია მილეული მაქვს, მაგრამ მაინც მსურს მოყვარულ ადამიანებს გამოვესაუბრო, ვიცი ეს ძალას შემმატებს. 19 მარტს ისტამბულში აღიარებულმა დასტაქარმა მეჩმაჯინ პამირმა და მისმა ჯგუფმა გამიკეთეს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია. 5 დღით ადრე გოგიტა გეგელაშვილის მეთაურობით საქართველოში კომპეტენტური დიაგნოზი იქნა დასმული მას შემდეგ რაც სამი კვირის განმავლობაში მქონდა უმძიმესი თავის ტკივილები და სრული უენერგიობა. დიაგნოზი მოითხოვდა უსწრაფეს ქმედებას. იმის არ იყოს -თუ რამეა მყრალი პიპინია ბიძია აფთარიაო, ისეა ამ ტიპის სიმსივნე ყველაზე საშიში სიმსივნეა რაც კი არსებობს. იმედად ისღა რჩებოდა რომ ადგილი სადაც 3, 5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული ყველაზე მოსახერხებულ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი. ჩემი განწყობა წინა საოპერაციოდ იყო უაღრესად მშვიდი და ოპტიმისტური, ერთი სული მქონდა სანამ ოპერაცია დაიწყებოდა. მძიმე და დამქანცველი ოპერაციის შემდეგ აღდგენა სწრაფად წარიმართა. დიდი როლი შეასრულა იმან რომ ჩემი სხეული გარდა ამ უბედურებისა აღმოჩნდა სრულიად ჯამრთელი და ბრძოლის უნარიანი. ოპერაციის ერთი კვირის თავზე მივიღეთ ცუდი ამბავი, ბიოფსიის შედეგის თანახმად სიმსივნე მოეთხე სტადიური აღმოჩნდა, ჩვენ ყველანი მოველოდით სახლში გამოშვებას და მივიღეთ ექიმის ვერდიქტი, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნის გამო, საჭიროა თვე ნახევრიანი აგრესიული კიმო თერაპია და რადიაცია, ორივე ერთობლივად რათა ვებრძოლოდ სიმსივნის სწრაფ ზრდას. საჭიროა 30 სეანსი რადიაციის და თვე ნახევარი მძიმე ქიმია, რაც არის მძიმე ორგანიზმზე, ეგერგიას სრულიად აცლის კაცს. ამავე დროს ყოველკვირეულად იღებენ სისხლის ანალიზს, რათა დარწმუნდნენ ორგანიზმის არ დანგრევაში ქიმიასთან ბრძოლის შედეგად. თვე ნახევრიანი ინტენსიური რადიაცია/კიმო თერაპიის შემდეგ, მოხდება ერთ თვიანი დასვენება და შემდეგ 11 თვის მანძილზე უკვე მხოლოდ თვეში ერთი კვირის მანძილზე კიმო თერაპია. მძიმეა ისტამბულში, შენს ქვეყანას მოშორებული ამ უმძიმეს ომში ყოფნა, ჩემი ექიმები მაიმედებენ რომ თუკი ვინმეს ააქვს ამ ომში გამარჯვების შანსი შენისთანა ჯანსაღი ორგანიზმის პატრონსო და მთავარი მაინც შენი სულიერი შემართებააო, რაც ჩემდა უნებურად, თავისით შეიცვალა, სიცოცხლეს და ცხოვრებას სულ სხვა აზრი მიეცა, ყველაფერი გამკაფიოვდა, ვიცი ზუსტად რაც მინდა. ჩემი სული აღსავსეა მადლიერების განცდით ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ადამიანების მიმართ, რომლებსაც არ ევალებოდათ ასე გულთან ახლოს მიტანა ამ წუხილის, ბედნიერებაა როცა ამდენ ადამიანს ასე უყვარხარ. წინ დიდი ბრძოლაა, ამ ბრძოლაში დათმობას მე არ ვაპირებ, ამდენი მოყვარული ადამიანის დატოვებას, ისევ სიმსივნემ უნდა დათმოს დასათმობი. სიცოცხლეს გაუმარჯოს და უფრო მეტად მართალ სიცოცხლეს, სიყვარულით აღსავსეს, თუ შანსი მომეცა უკვე ვიცი, როგორ შევწირო მთელი ჩემი სიცოცხლე სიყვარულს. მადლობა ყველას, სიყვარულის ძალა ყოფილა ყოვლის დამძლევი-როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ!!!- ხო მართლა, ქირურგმა მითხრა, როგორც კი დანა დაგადეთ მარცხენა თვალიდან ცრემლი გადმოგვარდაო და მერე თურმე ძილში მზეო თიბათვისას ვლოცულობდი ჩემი და და ჩემი მეგობარი რომ შემოვიდნენ საოპერაციოში. ექიმებმა ჯორჯ ბეი გურჯისტანი შემარქვეს. სიცოცხლეს მოუფრთხილდით, აბა ღმერთი იყოს ყველა თქვენგანის მფარველი! ვერ გავბედე ჩემი გადახოტრილი თავის ჩვენება." პოსტი მეორე: "წერის თავი თითქმის არ მაქვს, მაგრამ რამდენი სიყვარულია, რამდენი სითბოა, რამდენი სიკეთეა, არ შემიძლია არ მოგეფეროთ, მადლობა არ გადაგიხადოთ. რა საკვირველია მხოლოდ დიდი მსხვერპლის შედეგად მოდის სულიერი გაცისკროვნება და ამაღლება, რაზეც მიტანჯია, მიწვალია, ძალისხმევა გამიღია, მიფიქრია, მიშრომია, განუზომელი რაოდენობის დრო ჩამიდია ახლა ბრუნდება ორ გამორჩეულ რამედ, პირველი სიბრძნეა, არაჩვეულებრივი სიმკაფიო იმისა თუ რა არის მთავარი და რისი გაკეთება გსურს-მსურს დაქორწინება ადამიანთან ვინც ჩემს გვერდით ჩემზე მეტი იომა ჩემი სიცოცხლისათვის, ლიდერთა სკოლის გადასხვაფერება(ყოველ ღამე ახალი პროგრამა იბადება ჩემს თავში თინეიჯერებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის) ერთი სული მაქვს ამ სიახლის წარდგენამდე, წიგნის დაწერა, იმდენი მასალა მაქვს რაც ყველას გამოადგება და შესძრავს, სულიერად და გონებრივად გაამდიდრებს, და ბოლოს, საზოგადოებრივ ასპარეზზე დაბრუნება, არ ვიცი რამდენი დამრჩა ამიტომ სიფრთხილე, დარდი, წუხილი თითქმის მთლიანად გაქრა, " ზადნი"აღარ არსებობს, მავანი როგორ გაიგებს, რას იტყვის, უკვე სასაცილოა. მეორე, ჩემი მთავარი მოტივაციაა სიყვარული, ჩემი მთავარი იარაღია სიყვარული, ჩემი მთავარი მიზანია სიყვარული, სიყვარულია აზრი სიცოცხლის, სიყვარულია ღმერთი და სიყვარულია უკვდავება. რადგან უკვე ყოველი წამი ჩემი ცხოვრების საჩუქარია მინდა დავხარჯო მხოლოდ სიყვარულში შვილების, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ჩემი სტუდენტების, ჩემი ხალხის, ჩემი ქვეყნის, კაცობრიობის, სილამაზის, მშვენიერების, პროფესიონალიზმის, სიბრძნის. არასდროს ასე მკაფიოდ არ ვიცოდი თუ რა და როგორ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მადლიერი ვარ უფლის რომ თუნდაც ასეთი ხარკის ფასად ეს სიმკაფიოე, ეს ამაღლება ჩემში დადგა. სიცოცხლის ბოლო წამამდე ვემსახურები ჩემს ერს და სიყვარულს მხოლოდ ერთი კაცის სიცოცხლე რა ბედენაა, თუ იგი არ ემსახურება უფრო დიდს ვიდრე თავადაა. სრული სიმშვიდე და სიხარული სუფევს ჩემში, სადაც სიბრძნე და სიყვარულია, იქ შენ რა გინდა შავო ყორანო, სიკვდილის კი არ მეშინია, მეზარება, არ მცალია მისთვის, იმდენი სიყვარული მაქვს გულში და იმდენი სათქმელი და გასაკეთებელი გონებაში. თქვენისთანა სიყვარულით აღსავსე ხალხი როგორი მისატოვებელია, ღმერთო მომეცი ძალა! თქვენი ჭირიმე ყველას, მაპატიეთ თუ ზედმეტი სენტიმენტალიზმი მოგეჩვენოთ. მე უკვე იმ ქვეყნიდან ვუყურებ საგნებს და შეიძლება ამის გამო განსხვავებული იყოს გადასახედი. როცა ძალა მექნება კიდევ მოგწერთ. დიდი მადლობა ყველას, ეს ამხელა საიყვარული თქვენი ისე მჭირდებოდა ახლა ვერც აღგიწერთ და თითოეულ სურვილს თქვენსას ზემოთ მიწერილს დიდი მადლიერებით ვკითხულობ" ჩვენც მთელი გულით ვუსურვოთ ბატონ გიას გამოჯანმრთელება, ამ პატიოსან და უაღრესად განათლებულ პიროვნებას, მალე დაბრუნებოდეს საზოგადოებას! 370 9-ს მოსწონს |
ყველამ იცოდეთ ეს ერთადერთი,
რომ სიყვარული არის მშვიდობა,
რომ სიყვაეული თვით არის ღმერთი!
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო გია,დღეგრძელობა და ჯართელობა მოგცეთ,გფარავდეთ უფალი.ამინ!