საზოგადოება რჩევები აბიტურიენტებს! 2015, 5 აპრილი, 13:50 აბიტურიენტობა არის რთული, საპასუხისმგებლო და დამღლელი პერიოდი.ბევრი უნდა იშრომო იმისათვის, რომ მიაღწიო სასურველ შედეგს.გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ იმ რთული ამოცანის შესრულებაში, რომელსაც ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ჰქვია.
1.პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ პროფესიის არჩევისას აუცილებელია თქვენი სურვილი, შესაძლებლობები, მიდრეკილება და სწავლის საფასური.თუ თქვენ არ გსურთ რომელიმე პროფესია, არ აირჩიოთ იგი მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახის წევრის ან მეგობრის სურვილი იყო.სხვა შემთხვევაში გაგიჭირდებათ სწავლა. 2.სწორად შეარჩიეთ უნივერსიტეტი.რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან რამდენიმე წელი უნდა გაატაროთ იმ უნივერსიტეტის კედლებში და მთელი ცხოვრება ატაროთ მისი დიპლომი.შეარჩიეთ იგი ხარისხის, პრესტიჟისა და თქვენი პრიორიტეტების მიხედვით. 3. რაც შეეხება წინა საგამოცდო მზადებას, ეცადეთ გამოცდებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე თქვენი დატვირთვა შეამსუბუქოთ.გონებას მისცეთ დასვენების უფლება, რათა საჭირო დროს არ გიღალატოთ.გამოცდამდე მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ტკბილეული, შოკოლადი, გაზიანი სასმელი და ნაყინი.ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ და გონებას გაგიხსნით.მიირთვით რაც შეიძლება მეტი წყალი, ის სასარგებლოა აზროვნებისთვის. 4.გამოცდაზე თქვენ დაგირიგებენ კალმებს.თუ შეგხვდათ ისეთი კალამი, რომელიც ზედმეტ მელანს უშვებს, მაშინ შავ ფურცელზე წერეთ რაც შეიძლება მეტი, რათა ზედმეტი მელანისგან გათავისუფლდეს.თუ ამანაც არ გიშველათ, დამკვირვებელს სთხოვეთ შეგიცვალოთ კალამი. 5.გამოცდაზე ყოფნისას არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს გარშემო მყოფებს.მათ შეიძლება არასასიამოვნო ემოციები გამოიწვიონ თქვენში ან დაგთრგუნონ.იყავით თავდაჯერებული და გაიხსენეთ ყველაფერი რაც მანამდე გისწავლიათ. 6.არ გადაიხედოთ გვერძე მჯდომისაკენ მაშინაც კი, როდესაც დამკვირვებელს ყურადღრება მოდუნებული აქვს ან სხვა მხარეს იყურება.გახსოვდეთ, თქვენ გიყურებენ კამერები და მისი მაკონტროლებლები აუცილებლად შეგამჩნევენ. 7.გამოცდამდე კარგად გამოიძინეთ და არ მიიღოთ ძლიერი დამამშვიდებელი ან ისეთი პრეპარატი, რომელიც ძილს მოგგვრით. 8.გამოცდამდე თვალი ადევნეთ საგამოცდო ცენტრის სიახლეებს.არ გამოგრჩეთ არცერთი დეტალი და გაითვალისწინეთ მათი რჩევები. 9.გამოცდებამდე და მის დროს გაუფრთხილდით საგამოცდო ბარათსა და პირადობის მოწმობას.მის გარეშე არ დაგიშვებენ გამოცდაზე. 10.ყურადღება მიაქციეთ თქვენს პირად მეილს, რომელიც მიუთითეთ ანკეტაში. 11.არ გადაკეცოთ ფურცელი და არ მიუთითოთ სახელი, ან რაიმე ნიშანი, რომელიც შეიძლება ფარულ კოდად ჩაგითვალონ.ყურადღებით მოუსმინეთ დამკვირვებელს. 12.გახსოვდეთ, რომ თქვენს ნაშრომს ასწორებს სრულიად უცნობი ადამიანი, რომელსაც განსხვავებული აზრები და პრინციპები აქვს.მას აქ აქვს უფლება დაგაკლოთ ან მოგიმატოთ ქულა. გისურვებთ წარმატებებს! 231 4-ს მოსწონს
|