x
შოკოლადი,სიამოვნება თუ კალორიები?
რასთან ასოცირდება თქვენთვის შოკოლადი? დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს და პასუხი გაგაოცებთ! ეს არის ტკბილეული, რომელსაც შეუძლია შეცვალოს თქვენი განწყობა, ემოცია და დამოკიდებულება კონკრეტული საკითხისადმი.მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელმა კარგად იცის, თუ რამდენ კალორიას შემატებს იგი, რამდენ გრამს მოიმატებს ამ სიამოვნების შემდეგ, მაინც არ იხევს უკან და მზად არის ყველაფერი გაიღოს ამ ნეტარებისთვის.საინტერესოა, რა არის ის ფენომენი, რომელსაც შოკოლადი ჰქვია?

image























შოკოლადი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, ის არის კაკაოს მარცვლისაგან დამზადებული საკონდიტრო პროდუქტი, რომლის ზომიერი მიღებაც ზრდის სისხლის წნევას და უხდება თქვენს იმუნიტეტს.

image



























შოკოლადის მოყვარულები იშვიათად იტანჯებიან დეპრესიითა და მარტოობით, რადგან იგი ორგანიზმში ზრდის ე.წ. ბედნიერების ჰორმონის დონეს.მიუხედავად კოფეინის შემცველობისა, იგი არ იწვევს ნარკოტიკულ დამოკიდებულებას.ამავდროულად, შოკოლადის ზეგავლენას ადარებენ წითელი ღვინისაგან ან მცირე დოზა ასპირინისგან მიღებულ ეფექტს.

image















რაც შეეხება მის უარყოფით მხარსს, იგი ძვირფასი და მაღალკალორიული პროდუქტია, შეიძლება ადამიანმა ვერ გაუძლოს ცდუნებას და ზომაზე მეტი მიიღოს, რაც გამოიწვევს მისი წონის მატებას და შესაძლოა ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახოს.თუმცა, კალორიულობის დადებითი მხარე არის ის, რომ მისი მცირე ულუფის მიღებაც უზრუნველყოფს ენერგიის შენარჩუნებას.აქედან გამომდინარე, ის არის სიამოვნების წყარო, რომელიც უნდა მივიღოთ ზომიერად და დავტკბეთ ნეტარებით

image

















და ბოლოს, თუ გსურთ შეამოწმოთ თქვენი ნებისყოფა, ერთი ფილა შოკოლადი დატეხეთ მცირე ულუფებად და მიირთვით მხოლოდ ერთი ნატეხი.დამეთანხმებით, არცისე ადვილილია!image

0
26
4-ს მოსწონს
ავტორი:ანა ჩერქეზიშვილი
ანა ჩერქეზიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0