საზოგადოება როგორ შევიქმნათ სწავლის განწყობა?! 2015, 2 აპრილი, 22:20 თითოეული მოსწავლისთვის, თუ სტუდენტისთვის რთულია შეუდგე მეცადინეობას, განსაკუთრებით დამღლელი დღის შემდეგ.მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმაში, რომ შეიქმნათ კარგი განწყობა და მოტივირებულებმა გადაშალოთ სახელმძღვანელოები.
![]() 1.პირველ რიგში, შეიქმენით სასიამოვნო გარემო.თქვენი სამუშაო კუთხე უნდა იყოს მოწესრიგებული და თქვენს გემოვნებასთან, ხასიათთან, ასაკთან შეხამებული. ![]() 2.შეიძინეთ საკანცელარიო ნივთები თქვენი გემოვნებით.კალამი, რომლითაც უკეთ დაწერთ და სიამოვნებას მოგგვრით მისი გამოყენება.რვეული, რომელიც თქვენი არჩეული იქნება და მოგეწონებათ განსაკუთრებულ როლს შეასრულებს, რადგან შეეცდებით უკეთ და ლამაზად წეროთ.თქვენს სამუშაო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი ნივთებიც, რომელთაც არ გამოიყენებთ, მაგრამ მისი დანახვა კარგ განწყობას შეგიქმნით. ![]() 3.საწერ მაგიდასთან გააკარით პატარა წებოვანი, ფერადი ფურცლები.მიაწერეთ თქვენი ცხრილი, დავალებები ან ის რაც არ გინდათ, რომ დაგავიწყდეთ. ![]() 4.იფირეთ იმაზე, რომ რაც უფრო ადრე შეასრულებთ დავალებას მით უფრო ადრე გათავისუფლდებით.ამიტომ თქვენს თავს დაუთქვით დრო.მაგალითად, გაიფიქრე:"მე ერთი საათის განმავლობაში ვისწავლი ამ ტექსტს".ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ შეიქმნათ მოტივაცია და საკუთარ თავს დაუმტკიცოთ, რომ თქვენ ამას შეძლებთ! ![]() 5.სწავლის დაწყების წინ მოიმარაგეთ შავი შოკოლადი.როგორც ცნობილია, იგი ხელს უწყობს გონებრივ აქტივობას.არ ინერვიულოთ კალორიებზე, რადგან სწავლის პროცესი ორმაგად დაგახარჯინებთ მათ. ![]() 6.და რაც მთავარია, მანამ სანამ დაიწყებთ მეცადინეობას, გამორთეთ კომპიუტერი და ხმა ჩაუწიეთ მობილურს, რათა თქვენი ყურადღება სხვა ნაკლებმნიშვნელოვანმა ფაქტებმა არ მიიქციოს. ![]() 106 4-ს მოსწონს
|