სხვა თვალები სულის სარკეაო... 2015, 29 მარტი, 18:03 "თვალები სულის სარკეაო"-გამოთქმაა ასეთი, ჩვენც ჩავიხედოთ, ვინ იცის რას აღმოვაჩენთ...
ჩვენი თვალები ჩვენივე ფიქრის ანარეკლია.საკმარისია ვიგრძნოთ, შევამჩნიოთ, გავიფიქროთ და თვალები აუცილებლად გაგვცემს.მაგრამ, როგორც კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონე, თვალებსაც ამომკითხველი უნდა.
ხშირად შეგვიმჩნევია ადამიანის თვალებში ნაპერწკალი, რომელიც გამუდმებით ციმციმებს და გადმოგცემს, თუ რა სულის პატრონია იგი.ასეთი თვალები მხიარულ და შეყვარებულ ადამიანებს აქვს.მაშინაც კი, როდესაც ცდილობენ ემოციები დაფარონ მათ თვალები "ღალატობთ" და გასცემენ საიდუმლოს. ზოგჯერ თვალებში წარმოუდგენელი ეშხი იმალება.ასეთ ადამიანებს შეიძლება ფიზიკურად არ ემჩნეოდეთ შინაგანი ძალა, მაგრამ მათი თვალები აუცილებლად გაგრძნობინებთ თავის ქარიზმას. შესაძლებელია პატარა, სუსტ სხეულში დიდი სული ბუდობდეს, ფიზიკურად არ ემჩნეოდეს, მაგრამ მის თვალებში წარმოუდგენლად დიდი სიკეთე და სათნოება იმალებოდეს.კეთილი თვალები ზოგჯერ სევდიანია, მაგრამ მასში იგრძნობა ის სიმაღლე, რომელსაც სიკეთე ანიჭებთ.ასეთ თვალებში ვხედავთ, თუ რა ღრმაა ადამიანის სული. დიდი და დამატყვევებელი თვალები თითქოს გვაშინებენ კიდეც, რადგან ხშირად არაბუნებრივად გვეჩვენება.ასეთი თვალები ცას გვაგონებენ, არამიწიერ სამყაროს, სადაც თვალები არაბუნებრივად კაშკაშებს და გვიჩვენებს სამყაროს სიდიადეს. ყველაზე ამაღელვებელი და დამაფიქრებელი კი ჭკვიანი, მოხუცი, სევდიანი ადამიანის თვალებია რომელსაც წლების სიდიადე დასტყობია.მაშინ, როდესაც ასეთი ადამიანები იცინიან, მათი თვალები ჩუმად ტირიან. 74 3-ს მოსწონს
|