x
image
K.P.
"ნახალოვკელი ექს-მღვდლისგან ჩვენმა მედიამ ვარსკვლავი შექმნა"! არქიმანდრიტი ანთიმოზი: "ინგა გრიგოლიას ლოყაზე კოცნა ეროტიკა იქნება მაშინ"

image
არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილი ბოლო დროს ნამდვილ ინტერნეტვარსკვლავად იქცა. საზოგადოების ყურადღების ცენტრში "17 მაისის აქციაზე" მოექცა. მას ხშირად "ტაბურეტკიან მღვდელადაც" მოიხსენიებენ, რაც ძალიან არ მოსწონს. სულ ცოტა ხნის წინ კი მომღერალმა ეთო გავაშელიშვილმა, რომლიც საქართველომ პროექტ "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო, ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არქიმანდრიტი იგინება. "ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)"-ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ანთიმოზი მიმომხდარს.

"ეკლესიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება იმ კადრების გამო მივიღე, რომელიც ჩუმად გადაიღეს და გაავრცელეს სატანისტებმა. მივხვდი, რომ ეკლესიას ვარცხვენ. როგორც ამბობენ, ჩემი გულისთვის ხალხი ეკლესიაში აღარ დადის. ჰოდა, ახლა ივლიან. ეთო ის არის, ვინც გადაიღო... მეგობრებში მყავდა „ფეისზე“, მარიამ ღვთისმშობელზე საძაგელი კარიკატურები დადო და წავშალე. რომ დავწყევლე, მას იმის ეშინოდეს, თორემ სხვანაირად არ ვემუქრები"-განაცხადა ანთიმოზ ბიჩინაშვილმა.

მოგვიანებით არქიმანდრიტი ინგა გრიგოლიას შოუსაც ეწვია, სადაც განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ორგანიზაცია "17 მაისის" ჩამოყალიბებას აპირებს: "ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც დაუპირისპირდება იმ ძალებს, რომელიც საქართველოში ანტიქრისტიანულ ორგანიზაციას ავრცელებენ".

"ნაც-ელგებეტეს აზრით, მაია ასათიანზე ხელზე კოცნა სიყვარულის ახსნაა. ინგა გრიგოლიაზე ლოყაზე კოცნა ეროტიკა იქნება მაშინ"-წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ამ ყველაფერს გოგი გვახარია ეხმაურება: "ნახალოვკელი ექს-მღვდლისგან ჩვენმა მედიამ ვარსკვლავი შექმნა. ჭეშმარიტად ასეთი ვარსკვლავის ღირსია ჩვენი მედია. და ეტყობა ასეთი მედიის ღირსია ჩვენი ქვეყანა".

image

0
88
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0